მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ შეხვდა ილია თოფურია ტრამპს ოვალურ კაბინეტში|Freedom Fights 250-ის დეტალები
რატომ შეხვდა ილია თოფურია ტრამპს ოვალურ კაბინეტში|Freedom Fights 250-ის დეტალები

რატომ შეხვდა ილია თოფურია ტრამპს ოვალურ კაბინეტში|Freedom Fights 250-ის დეტალები

BM.GE7 მაისი, 2026, 18:00|bm.ge

14 ივნისს აშშ-ს 250-ე წლის დამოუკიდებლობისა და დონალდ ტრამპის დაბადების დღის აღსანიშნავად ყველაზე გავლენიანი შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია UFC ღონისძიებას ვაშინგტონში თეთრ სახლში გამართავს.ღონისძიებამდე თვეზე მეტია დარჩენილი, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწვევით ოვალურ კაბინეტში შოუს მთავარი მონაწილეები შეიკრიბნენ, მათ შორის ილია თოფურია. შეხვედრაზე საუბარი შედგა Freedom Fights 250-ის მნიშვნელობაზე, თუმცა ილია თოფურიამ ასევე შეკითხვა დაუსვა დონალდ ტრამპს, რომელმაც თოფურიას მეტოქე ჯასტინ გეიჯის მეგობარი უწოდა.ქართველი მებრძოლი დაინტერესდა, თუ რატომ მოუწყო ტრამპმა ყველაზე რთული ტესტი საკუთარ მეგობარს, რაზედაც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ თითოეულ მათგანს ჰყავდა ურთულესი ოპონენტი. თავის მხრივ თოფურიამ აღნიშნა, რომ გამარჯვებაში 100%-ით დარწმუნებულია და იგივე მიდგომას ელის გეიჯისგანაც, რათა ბრძოლა სანახაობრივი გამოვიდეს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის მაგიდაზე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი უნიკალური საჩემპიონო ქამარიც იდო. ამ მომენტისთვის უცნობია, გათამაშდება ჯილდო მებრძოლებს შორის, თუ უბრალოდ სიმბოლურ როლს მოირგებს. აშშ-ის პრეზიდენტმა პუბლიკას ოქტაგონის მაკეტი წარუდგინა, რომელიც ტურნირისთვის რეზიდენციის წინ აშენდება. ღონისძიების ფარგლებში, თეთრი სახლის ფონზე მებრძოლებს შორის პირველი პირისპირ დგომიც შედგა.შეგახსენებთ, რომ 15 ივნისის ტურნირზე, თეთრი სახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ 7 ბრძოლა გაიმართება, რომელსაც 5000-მდე სპეციალურად მოწვეული ადამიანი დაესწრება. დამატებითი 80,000-90,000 ადამიანი ღონისძიებას პრეზიდენტის რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს არსებულ პარკში დიდ ეკრანებზე უყურებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდისიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE