მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა|რაზე ისაუბრეს?
რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა|რაზე ისაუბრეს?

რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა|რაზე ისაუბრეს?

BM.GE14 მაისი, 2026, 16:28|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძე ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა.

საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ კვირაში განაცხადა, რომ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, უწყება რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს.

სამინისტროს განმარტებით, ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და რეფერენტული ფასების სისტემის ეფექტიანობა განიხილეს.

კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს სისტემის განვითარების საჭიროებაზე, ბაზრის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე.

რეფერენტული ფასების რეფორმით სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7500-ზე მეტ მედიკამენტზე. შედეგად, სამინისტროს თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE