მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რიკოთის ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის "წითელ ნუსხაში" შეტანილ 2 370 წაბლის ხეს მოჭრიან
რიკოთის ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის "წითელ ნუსხაში" შეტანილ 2 370 წაბლის ხეს მოჭრიან

რიკოთის ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის "წითელ ნუსხაში" შეტანილ 2 370 წაბლის ხეს მოჭრიან

BM.GE8 მაისი, 2026, 16:03|bm.ge

მთავრობის გადაწყვეტილებით, "რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში ხაშურის, სურამისა და ცედანის ტყეებში, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 2 370 ინდივიდ წაბლს ამოიღებენ.

კერძოდ, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში წერია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 110 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს ტაბას ეძლევა უფლება, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეში, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის შემდეგი სახეობა:

• „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 370 ერთეული; • 8 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის მქონე „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 2000 ერთეული;

კომპანია ვალდებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ.

"მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად", - წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, "რიკოთის ქარის ელექტროსადგურს" თურქული "ანადოლუ ჰოლდინგი" აშენებს. კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადების თანახმად, თუკი წარსულში რიკოთის ტერიტორიაზე 24-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, ამჟამად პროექტის დადგმული სიმძლავრე 25 მეგავატამდე არის გაზრდილი. პროექტის ფარგლებში სულ ოთხი ქარის ტურბინა განთავსდება.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ქარის ელექტროსადგურები კომპანია Goldwind (GWH171) მოდელის ქარის ტურბინა გენერატორებით აღიჭურვება, თითოეულის დადგმული სიმძლავრე 6.25 მეგავატ საათს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE