მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს კატართან, სადაც მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტითაა ჩასული
როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს კატართან, სადაც მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტითაა ჩასული

როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს კატართან, სადაც მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტითაა ჩასული

BM.GE15 ივლისი, 2026, 16:03|bm.ge

მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც ის კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა და კატარის სახელმწიფოს ყოფილი ემირის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-კატარის პარტნიორობისა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

bm.ge დაინტერესდა, როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქვეყანასთან. გთავაზობთ მიმოხილვას:

ვაჭრობა

კატართან საქართველოს ეკონომიკური კავშირი ტრადიციულად მცირეა. მაჩვენებელი 2024 წელს რეკორდული იყო და ექსპორტ-იმპორტის ჯამურმა მაჩვენებელმა 26 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ბრუნის მონაცემებს 20 მილიონი დოლარით აღემატება.

მიმდინარე წლის 5 თვეში კი ბრუნვა 90%-ით 3.01 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. აქედან, ექსპორტმა 2.02 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 993.4 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს:

• ცხვრები და თხები ცოცხალი - 1.6 მლნ აშშ დოლარი; • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - 214.4 ათასი აშშ დოლარი; • მზა ან დაკონსერვებული თევზი - 109.7 ათასი აშშ დოლარი; • თხილი და სხვა კაკალი - 41.6 ათასი აშშ დოლარი; • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 21.8 ათასი აშშ დოლარი.

იანვარ-მაისში იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფები:

• ეთილენის პოლიმერები - 918.9 ათასი აშშ დოლარი; • მსუბუქი ავტომობილები - 30 ათასი აშშ დოლარი; • პირადი ნივთები - 24.5 ათასი აშშ დოლარი; • რადიოსატელეფონო აპარატურა გადამცემი - 2.2 ათასი აშშ დოლარი; • ტრანსფორმატორები ელექტრული - 2 ათასი აშშ დოლარი.

ტურიზმი

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კატარის მხოლოდ 362 მოქალაქე სტუმრობდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 7.4% შემცირებაა. გასულ 2025 წელს კი ქვეყანაში 2 003 ვიზიტი შედგა. ზრდა 4.6% იყო.

FDI

კატარელი ინვესტორები საქართველოთი 2013 წლიდან დაინტერესდნენ და ამის შემდეგ პირდაპირი კატარული ინვესტიციების მოცულობა ყოველწლიურად 2-დან 8.6 მლნ-მდე მერყეობდა. ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში კატარელებმა 2017 წელს ჩადეს, რამაც 8.6 მლნ დოლარი შეადგინა.

გასულ 2025 წელს კატარიდანს საქართველოში 4.6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 1.4 მლნ აშშ დოლარის. საანგარიშო პერიოდთან შედარებით ზრდა 150%-ია.

ფულადი გზავნილები

მიმდინარე წელს 5 თვეში კატარიდან საქართველოში 2.2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ბოლო გასული წლების მონაცემები კი ასეთია:

• 2021 წელი - 1.8 მლნ აშშ დოლარი; • 2022 წელი - 3.04 მლნ აშშ დოლარი; • 2023 წელი - 3.7 მლნ აშშ დოლარი; • 2024 წელი - 4.1 მლნ აშშ დოლარი; • 2025 წელი - 4.6 მლნ აშშ დოლარი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაყიდვებს ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ|BAG ინდექსი

გაყიდვებს ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ|BAG ინდექსი

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

უორენ ბაფეტმა გეიტსის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსება საბოლოოდ შეაჩერა

უორენ ბაფეტმა გეიტსის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსება საბოლოოდ შეაჩერა

BM.GE

რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა

რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა

BM.GE