მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, საქართველომ ბელარუსიდან იმპორტი 3469%-ით გაზარდა
რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, საქართველომ ბელარუსიდან იმპორტი 3469%-ით გაზარდა

რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, საქართველომ ბელარუსიდან იმპორტი 3469%-ით გაზარდა

BM.GE21 ივლისი, 2026, 01:30|bm.ge

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 812 მილიონი დოლარის ღირებულების 904 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 34.6%-ით, ხოლო რაოდენობრივად ზრდა 11.8%-ს შეადგენდა, რაც დაკავშირებულია საწვავის ღირებულების მკვეთრ მატებასთან. თუკი 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოსული ნავთობპროდუქტების საშუალო ფასი ტონაზე 746 დოლარს შეადგენდა, 2026 წლის პირველ ნახევარში ერთი ტონის საშუალო ფასი 998 დოლარამდე გაიზარდა.

საიმპორტო ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, წელს მკვეთრი ზრდა ფიქსირდება ბელარუსიდან, საიდანაც წელს 51 მილიონი დოლარის ღირებულების 52 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3469%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული დაკავშირებულია რუსეთის მიერ სხვადასხვა კატეგორიის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებთან. თუმცა, თანხობრივად ყველაზე მეტი მოცულობის საწვავი საქართველომ კვლავ რუსეთიდან შეიძინა 269.8 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც წინა წელთან შედარებით 5.5%-ით არის შემცირებული.

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მიერ შესყიდული საწვავი ასე ნაწილდება - ტოპ 5 ქვეყანა

• რუსეთი: 269.84 მლნ დოლარი | 365,817 ათასი ტონა | კლება (-5.5%) • თურქეთი: 106.78 მლნ დოლარი | 87,019 ათასი ტონა | ზრდა (+213.1%) • რუმინეთი: 105.95 მლნ დოლარი | 115,184 ათასი ტონა | კლება (-9.8%) • აზერბაიჯანი: 69.79 მლნ დოლარი | 71,866 ათასი ტონა | ზრდა (+209.0%) • ბელარუსი: 50.86 მლნ დოლარი | 51,694 ათასი ტონა | ზრდა (+3469.1%)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაფორმულა
  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთ კვირაში გახდება ცნობილი|კაკაურიძე

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთ კვირაში გახდება ცნობილი|კაკაურიძე

BM.GE

გამოვლინდა 20 727 დარღვევა - გზებზე ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგის 3 წლის შედეგები

გამოვლინდა 20 727 დარღვევა - გზებზე ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგის 3 წლის შედეგები

BM.GE

წლის ბოლოს დოლარის კურსი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი - TBC Capital

წლის ბოლოს დოლარის კურსი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი - TBC Capital

BM.GE

სუეცის არხში გემების რაოდენობა იზრდება - როგორ შეიცვალა საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება?

სუეცის არხში გემების რაოდენობა იზრდება - როგორ შეიცვალა საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება?

BM.GE