მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 18:05|bm.ge

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1 ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. მისი თქმით, ამ საკითხზე იყო კონსულტაციები გიორგი ზურაბაშვილთან და მისი თხოვნა იყო, განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 292 სტატია.

  • ზელენსკი: უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებსა და დროს კარგავსფორმულა
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩებარუსთავი 2
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
რუსეთის →საკითხზე →

მსგავსი სტატიები

ხვიჩა კვარაცხელია ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს

ხვიჩა კვარაცხელია ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს

BM.GE

უნგრეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსური თაღლითობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

უნგრეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსური თაღლითობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

BM.GE

საწვავი ისევ ძვირდება - რამდენით გაიზარდა ფასი ოქტომბერში?

საწვავი ისევ ძვირდება - რამდენით გაიზარდა ფასი ოქტომბერში?

BM.GE

რუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ნაწილობრივ ემბარგოს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე

რუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ნაწილობრივ ემბარგოს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე

BM.GE