მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას - კახა აბულაძე
საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას - კახა აბულაძე

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას - კახა აბულაძე

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 03:04|bm.ge

„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყების კვლევებით დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში რამდენიმე დღის წინ, ბავშვების ავადობა ნოროვირუსმა გამოიწვია.

„ავადობის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ჩვენ საგანგებო რეჟიმში მუშაობა დავიწყეთ ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად. პროცესში ჩაერთო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სურსათის ეროვნული სააგენტო და ყველა შესაბამისი უწყება. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა ოპერატიულობისთვის.

ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 სექტემბერს კი, ნოროვირუსი დადასტურდა. პარალელურად, ამავე დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80-მდე ნიმუშია შესწავლილი, კვლევები გრძელდება და ეს საკვებთან დაკავშირებული ინტოქსიკაცია არ ყოფილა“, - აღნიშნა კახა აბულაძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში შემოდგომის პერიოდში ვირუსების გავრცელება აქტიურად ხდება ხოლმე. რაც შეეხება კონკრეტულ ვირუსს, ბაღებში გარედან არის შესული.

„ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ამ ეტაპზე, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება.

ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ვირუსული პროცესები აქტიურდება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, სააღმზრდელო პროცესი ორი დღის განახლებული იყო, როცა ავადობის ფაქტები დაფიქსირდა“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, ნოროვირუსის შემთხვევები არა მხოლოდ საჯარო ბაღების აღსაზრდელებში, არამედ სხვა ასაკობრივ პაციენტებშიც დაფიქსირდა.

„დღეის მდგომარეობით, ბავშვებში გართულება არ გვქონია და აბსოლუტური უმრავლესობა გაწერილია სახლებში. ჩვენი აღსაზრდელები რამდენიმე დღეში საჯარო ბაღებში დაბრუნდებიან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის, მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ.

ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ სპეციალისტთან, მათ შორის პრაქტიკოს ექიმთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ეს არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პროცესი. მაგალითად, გუშინ პედიატრმა თემურ მიქელაძემაც აღნიშნა, რომ ნოროვირუსის შემთხვევები მოსახლეობის სხვა ჯგუფებშიც ფიქსირდება, თუმცა, ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა, რადგან ვირუსის სიმპტომატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვანაირად ვლინდება“, - განაცხადა კახა აბულაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინა მზად არის, რუსეთთან “მარცვლეულის ზავის” დასადებად

უკრაინა მზად არის, რუსეთთან “მარცვლეულის ზავის” დასადებად

BM.GE

ვინ გახდება რუსული Sistema-ს ახალი დირექტორი?

ვინ გახდება რუსული Sistema-ს ახალი დირექტორი?

BM.GE

Nvidia-სთან ტრამპის შეთანხმებამ სომხეთი AI-ის მოულოდნელ ცხელ წერტილად აქცია - Bloomberg

Nvidia-სთან ტრამპის შეთანხმებამ სომხეთი AI-ის მოულოდნელ ცხელ წერტილად აქცია - Bloomberg

BM.GE

მოლდოვაში ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

BM.GE