მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთმა კვანტური ტექნოლოგიებისთვის 1.5 მილიარდი ევრო გამოყო
საფრანგეთმა კვანტური ტექნოლოგიებისთვის 1.5 მილიარდი ევრო გამოყო

საფრანგეთმა კვანტური ტექნოლოგიებისთვის 1.5 მილიარდი ევრო გამოყო

BM.GE25 მაისი, 2026, 12:59|bm.ge

Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კვანტური სტრატეგიისთვის დამატებით €1 მილიარდი ($1.16 მლრდ.) გამოყო, მიკროელექტრონიკის მხარდაჭერის პროგრამისთვის კი ბიუჯეტი €550 მილიონით გაზარდა. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გლობალურ ძალებს შორის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლის გამწვავებას უკავშირდება. გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ამ მოვლენამდე ზუსტად ერთი დღით ადრე აშშ-ის ადმინისტრაციამ კვანტური გამოთვლების სფეროში მომუშავე ცხრა კომპანიაში $2 მილიარდის ინვესტირების გეგმა წარადგინა.

რაც შეეხება მაკრონის გადაწყვეტილების დეტალებს, ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი მოიპოვა ფრანგულმა კომპანია Alice & Bob-მა, რომელიც სპეციალურ კვანტურ ბიტებზე მუშაობს. ის მიღებულ ახალ კაპიტალს შეცდომებისადმი მდგრადი აპარატურის განვითარებას მოახმარს. აღსანიშნავია, რომ ფრანგული კომპანია Nvidia-ს ფონდის ბენეფიციარიცაა და გასულ წელს €100-მილიონიანი დაფინანსებასაც მიიღო. დასახელებული კომპანია აწარმოებს უნიკალურ კომპონენტებს, რომლებსაც კვანტური გამოთვლებისას ნაკლები ხარვეზები ახასიათებს.

Alice & Bob-ი აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთის ეროვნულ პროგრამა PROQCIMA-ში, რომლის განვითარებასაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამინისტრო ხელმძღვანელობს. ეს ინიციატივა 2032 წლისთვის ორი ფრანგული უნივერსალური კვანტური კომპიუტერის პროტოტიპის ინდუსტრიალიზაციისთვის მომზადებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, კვანტური გამოთვლები თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად მიიჩნევა. მას მედიკამენტების აღმოჩენის, ფინანსური მოდელირებისა და კრიპტოგრაფიის პროცესების მნიშვნელოვნად დაჩქარება შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ევროპაში ბუნებრივი აირი გაძვირდა და მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია - გაზის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად, მეგავატსაათზე 97 ევროს გადააჭარბარუსთავი 2
  • „დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფსტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის საჭიროებებისთვის 2.86 მილიარდი ევრო გამოუყოფორმულა
ევრო →

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

BM.GE