მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო კომპანიებმა აზერბაიჯანულ მხარესთან გაზის, ელექტროენერგიის და ნავთობის საკითხებზე შეთანხმება გააფორმეს
სახელმწიფო კომპანიებმა აზერბაიჯანულ მხარესთან გაზის, ელექტროენერგიის და ნავთობის საკითხებზე შეთანხმება გააფორმეს

სახელმწიფო კომპანიებმა აზერბაიჯანულ მხარესთან გაზის, ელექტროენერგიის და ნავთობის საკითხებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE20 მაისი, 2026, 03:15|bm.ge

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა.

სტრატეგიული დოკუმენტები მოიცავს ორი ქვეყნის 20 - წლიან თანამშრომლობას ელექტროენერგიის ყიდვა - გაყიდვისა და თურქეთის მიმართულებით ტრანზიტის, აგრეთვე საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების შესახებ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბაქო - სუფსის ნავთობსადენის ქართული სექციის დატვირთვაზე.

ხელმოწერა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ანალ ახუნდოვის და ნავთობის სახელმწიფო კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტის როვშან ნაჯაფის შეხვედრაზე გაიმართა.

სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში SOCAR-ის ნაყოფიერ საქმიანობას ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე, როგორიცაა სამხრეთის გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სხვა.

შეთანხმებებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა, აზერბაიჯანის მხრიდან კი SOCAR - ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა და SOCAR Midstream Operation LLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფარჰან ალიევმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE