
სტუდენტების მასშტაბურ აქციას საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენ
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება.
საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებმა სტუდენტების მხარდასაჭერად დღევანდელი დღე მოქმედების დღედ გამოაცხადეს.
მოსწავლეები ქუჩაში გასულ კვირას გავიდნენ. ისინი მასწავლებლების ნაკლებობას დ განათლების სტანდარტებს აპროტესტებდნენ.
სტუდენტების განცხადებით, განათლებაში ინვესტიციების გაზრდას მოითხოვენ.
რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებმა სკოლები დაარბიეს, ამის გამო 500-მდე სასწავლებელი დროებით დაიხურა.
აქციების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
ბოლო მონაცემებით, დაკავებულთა რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა.
სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა რამდენიმე ორგანიზაციამ. მათ შორის მასწავლებელთა პროფკავშირმაც.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას წარადგინა სამოქმედო გეგმა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, განათლების სისტემაში კადრების დეფიციტის აღმოფხვრა პრიორიტეტად დაისახონ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge