მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 15:20|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან ერთად განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ბიზნესისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და მომსახურების ხარისხის ამაღლება.

კანონპროექტის თანახმად, იგეგმება როგორც პროცედურული ვადების დაზუსტება სტანდარტულ და დაჩქარებულ წარმოებებში, ასევე, მომსახურების საფასურების გადახედვა გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის რეგულაციების განახლებაზე, მათ შორის ნარჩენების აღდგენა-განთავსების დღე-ღამური მაჩვენებლების განსაზღვრასა და „ნარჩენების წინასწარი დამუშავების“ ცნების დაკონკრეტებაზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით განისაზღვრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მომსახურების საფასური. იმ საქმიანობებზე, რომლებიც ერთდროულად ექვემდებარება როგორც ინტეგრირებულ ნებართვას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ბიზნესს მხოლოდ ერთი მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს.

„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტების ამაღლებასთან ერთად, ადმინისტრაციული პროცესები იყოს ეფექტიანი და თავისუფალი ბიუროკრატიული ბარიერებისგან. მისასალმებელია, რომ სამინისტრო ითვალისწინებს კერძო სექტორის საჭიროებებს, გვთავაზობს პროცედურულ სიმარტივეს და ბიზნესს ათავისუფლებს ორმაგი ფინანსური თუ ადმინისტრაციული ტვირთისგან. მსგავსი ღია დიალოგი საუკეთესო პლატფორმაა ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დიერქტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეფასება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • ზაზა ბიბილაშვილი ხსნის, რა არის მისივე შეფასებით, "ოცნების" სარჩელის მნიშვნელოვანი მიზანიტვ პირველი
  • "გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონფორმულა
  • რატომ არ იმჩნევს ევროპული ბიუროკრატია იმ სასტიკ დარბევებს პოლიციის მხრიდან, რომელიც საფრანგეთში ხდება - "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ბრიუსელმა ორმაგი დამოკიდებულებები უკვე სტანდარტად აქციარუსთავი 2
  • პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვისიმედი
შეფასება →

მსგავსი სტატიები

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

BM.GE

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

BM.GE

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

BM.GE

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

BM.GE