მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია
საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

BM.GE4 ივნისი, 2026, 17:01|bm.ge

საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია. სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს მიერ განხორციელებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებების განხილვა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სომეხ კოლეგებს წარუდგინეს ბანკთაშორისი, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) და კლირინგის (ACH) სისტემების განახლების პროექტის დანერგვის გამოცდილება. თავის მხრივ სებ-მა ამ სისტემის განახლება 2026 წლის მაისში დაასრულა.

შეხვედრებზე განხილული იყო პროექტის დაგეგმვისა და მართვის პროცესი, სისტემის არქიტექტურა, ოპერაციული და ფუნქციური მოდელი, მონაწილე ბანკებთან და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურთან კოორდინაცია, ასევე ტესტირების ეტაპები და სისტემის რეალურ გარემოში გაშვების პროცესი.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საგადახდო სისტემების განვითარების სამომავლო მიმართულებებზე, მათ შორის მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, 24/7 რეჟიმში ოპერირების უზრუნველყოფასა და ახალი სტანდარტების გამოყენებაზე.

"საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილება, ძირითადი გამოწვევები და მათ გადასაჭრელად გამოყენებული მიდგომები. ასევე წარადგინეს მნიშვნელოვანი მაგალითები და რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას,"- წერს ეროვნული ბანკი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლიიმედი
  • საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელიატვ პირველი
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE