მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სენატში დემოკრატიული პარტია Nvidia-ს ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნების გამოძიებას აანონსებს
სენატში დემოკრატიული პარტია Nvidia-ს ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნების გამოძიებას აანონსებს

სენატში დემოკრატიული პარტია Nvidia-ს ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნების გამოძიებას აანონსებს

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 01:15|bm.ge

სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ დემოკრატები Nvidia-ს ხელმძღვანელის პოსტზე ჯენსენ ჰუანგის დაბრუნების გარემოებებს გამოიძიებენ.

შუმერის თქმით, პარტია სრულ უფლებამოსილებას გამოიყენებს, რათა ტრამპის ადმინისტრაციის, ასევე ჰუანგის, Nvidia-ს სხვა ხელმძღვანელებისა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ეროვნული უსაფრთხოების დამაზიანებელი ნებისმიერი პირის შესაძლო გადაცდომები შეისწავლოს.

მან აღნიშნა, რომ ჰუანგის დაბრუნებაში ადმინისტრაციის გადაჭარბებული ჩართულობა კონგრესის შემდგომ საგამოძიებო მოქმედებას გარდაუვალს ხდის.

შეგახსენებთ, ნახევარგამტარების მწარმოებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ, Nvidia-მ ჯენსენ ჰუანგი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ორშაბათს დააბრუნა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე და CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰუანგის პოსტზე დასაბრუნებლად თავად და მისი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობდნენ.

ტრამპის განმარტებით, ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს პირდაპირ და არაპირდაპირ ესაუბრებოდა, რადგან საკითხს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ტრამპის თქმით, გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მთავრობას ჰუანგის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის მტკიცებულება არ გააჩნია.

ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგმა გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დაზვერვის მიერ ჩინეთის აგენტად მიჩენულ ბიზნესმენ ელის ჰუანგთან პირადი ინტიმური ურთიერთობა აღიარა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ნანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდარუსთავი 2
  • წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოფორმულა
  • პროკურატურა განმარტავს, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებატვ პირველი
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

BM.GE

პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის 60 რაკეტის მიწოდებას აყოვნებს

პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის 60 რაკეტის მიწოდებას აყოვნებს

BM.GE

გასულ კვირას, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის დახმარებით 108 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა

გასულ კვირას, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის დახმარებით 108 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა

BM.GE

აშშ-მა Megaspeed-ი და Alibaba-ს შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა

აშშ-მა Megaspeed-ი და Alibaba-ს შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა

BM.GE