მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში საწვავის მოხმარება გაიზრდება, არ არის გამორიცხული, კიდევ მოიმატოს ფასებმა - ვახტანგ იობაშვილი
სექტემბერში საწვავის მოხმარება გაიზრდება, არ არის გამორიცხული, კიდევ მოიმატოს ფასებმა - ვახტანგ იობაშვილი

სექტემბერში საწვავის მოხმარება გაიზრდება, არ არის გამორიცხული, კიდევ მოიმატოს ფასებმა - ვახტანგ იობაშვილი

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 03:55|bm.ge

სექტემბერში საწვავის მოხმარება გაიზრდება, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ მოიმატოს ფასებმა - ამის შესახებ BMG-სთან „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, სექტემბერში, ფასების დასტაბილურების ოპტიმისტური პროგნოზი არ ჩანს. იობაშვილი ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორისაა შიდა მობილობის ზრდა და რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლა საზღვარზე, რაც დამატებით მოთხოვნას ქმნის საწვავზე.

„ძალიან დიდი რაოდენობით მოგვაწყდა რუსეთის მოსახლეობა საზღვარზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს მოხმარება. არ არის გამორიცხული, რომ მოიმატოს ფასებმა. აი, ამას ველოდები, რაც სამწუხაროა. არ ჩანს სტაბილურობა საერთაშორისო სანავთობო ბაზებიდანაც. ყველა ის სიტყვა, რომელიც თქვა ზესახელმწიფოს პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა, ჯერჯერობით, არ მართლდება“ - აცხადებს იობაშვილი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, საქართველო სრულად არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ამჟამად, დეფიციტი და არასტაბილურობაა. იობაშვილის თქმით, რადგან საქართველო ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არ არის, მას ფასწარმოქმნის პროცესზე გავლენა არ გააჩნია. „ის, რაც შენი არ არის, მასზე გავლენას ვერ ახდენ. უცხო ქვეყნები თავისი თამაშით გვეთამაშებიან - როცა უნდათ, ფასს მაშინ აწევენ,“ - აცხადებს იგი.

მისივე განმარტებით, მსოფლიოში არსებული ნავთობის დეფიციტის ფონზე, OPEC-ის ქვეყნები ფასებით სპეკულირებენ, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივ იმპორტიორებზეც.

იობაშვილს შეფასებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ძირითადი მომწოდებლები არიან რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და თურქეთი.

რაც შეეხება რუსულ ბაზარს, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, საქართველო ნელ-ნელა სხვა ქვეყნების საწვავზე გადავიდა, რამაც ლოგისტიკური ხარჯები გაზარდა.

„რუსული საწვავი მატარებლებით პირდაპირ შემოდიოდა, დამატებითი ხარჯების გარეშე. ახლა კი სხვადასხვა ბაზარზე ვართ დამოკიდებული, რაც ფასებზეც მოქმედებს,“ - განმარტავს იობაშვილი.

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. სხვადასხვა გასამართ სადგურზე ბენზინი 3-12 თეთრით, ხოლო დზიელი 25-71 თეთრით გაძვირდა.

ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს. ივლისის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრამდე იყო გაძვირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE

წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"

წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"

BM.GE

ჯანმრთელობა, ავტო და ქონება: რომელი მიმართულებები ლიდერობენ სადაზღვეოების შემოსავლებში

ჯანმრთელობა, ავტო და ქონება: რომელი მიმართულებები ლიდერობენ სადაზღვეოების შემოსავლებში

BM.GE