მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სერბეთმა ბელგრადში Trump Tower-ის პროექტზე ჯარედ კუშნერის კომპანიასთან შეთანხმება გააუქმა
სერბეთმა ბელგრადში Trump Tower-ის პროექტზე ჯარედ კუშნერის კომპანიასთან შეთანხმება გააუქმა

სერბეთმა ბელგრადში Trump Tower-ის პროექტზე ჯარედ კუშნერის კომპანიასთან შეთანხმება გააუქმა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 00:50|bm.ge

სერბეთის მთავრობამ ბელგრადში ყოფილი გენერალური შტაბის შენობის განვითარებაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის კომპანიასთან დადებული შეთანხმება გააუქმა.

მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტზე მუშაობა მომავალი კვირის დასაწყისში დასრულდება. ადგილობრივი გამოცემა Vreme-ის ინფორმაციით, მხარეებმა ყველა ურთიერთპრეტენზიაზე უარი თქვეს, რაც სერბეთის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავებსა და ფინანსურ სანქციებს გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ გარიგების შეჩერებას 25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მასში სტუდენტური საარჩევნო სიის გამარჯვება უძღოდა. მათ მმართველი "სერბეთის პროგრესული პარტია" დაამარცხეს და ვუჩიჩის ათწლეულზე ხანგრძლივი მმართველობა დაასრულეს.

სწორედ ამ პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, სერბეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დახურა პროექტი, რომელიც კუშნერის კომპანია Atlantic Incubation Partners LLC-მ ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში დატოვა.

ინფორმაციისთვის, პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები და სისხლის სამართლის გამოძიება, რომლებიც კომპლექსისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნას უკავშირდებოდა. ამ საქმეზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროკურატურამ 2025 წლის დეკემბერში ბრალი კულტურის მინისტრ ნიკოლა სელაკოვიჩსა და კიდევ სამ მაღალჩინოსანს წაუყენა.

ცნობისთვის, სერბეთის მთავრობამ 2024 წლის მაისში დაამტკიცა პროექტი, რომელიც ნატოს 1999 წლის დაბომბვების შედეგად დაზიანებული ყოფილი იუგოსლავიის გენერალური შტაბის ადგილას სასტუმროს, საცხოვრებელი და კომერციული შენობებისა და მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებდა.

ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის შეფასებით, პროექტს ქვეყანაში €750 მილიონის ინვესტიცია უნდა მოეზიდა და 1,500-დან 3,000-მდე დროებითი სამუშაო ადგილი შეექმნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • „ეს ქალაქი ცხოვრებისთვის უვარგისი იქნება“ - გამოხმაურებები „ქართუს“ კომპანიის პროექტზეტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

Wizz Air-ის ხელმძღვანელი ევროპას "ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ" კოორდინაციისკენ მოუწოდებს

Wizz Air-ის ხელმძღვანელი ევროპას "ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ" კოორდინაციისკენ მოუწოდებს

BM.GE

"უგანდა მზადაა, რუსეთთან მთვარისა და ვენერას კვლევის მიმართულებით ითანამშრომლოს" - მინისტრი

"უგანდა მზადაა, რუსეთთან მთვარისა და ვენერას კვლევის მიმართულებით ითანამშრომლოს" - მინისტრი

BM.GE

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის რვა სამშენებლო კომპანიას სანქციები დაუწესა - მიზეზი დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობებია

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის რვა სამშენებლო კომპანიას სანქციები დაუწესა - მიზეზი დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობებია

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

BM.GE