მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შესაძლოა თუ არა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს დაუბრუნდეს?
შესაძლოა თუ არა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს დაუბრუნდეს?

შესაძლოა თუ არა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს დაუბრუნდეს?

BM.GE11 ოქტომბერი, 2026, 17:30|bm.ge

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებიდან, ანუ ბრექსიტიდან წლების შემდეგ, ლონდონში ძველი კავშირების აღდგენაზე საუბარი ისევ გააქტიურდა. ეკონომიკურმა სტაგნაციამ და ვაჭრობის ბარიერებმა ბრიტანულ პოლიტიკურ ელიტაში გააჩინა განცდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვის დრო დადგა. გამოკითხვებით, ბრიტანელების თითქმის 60%-ს გაერთიანებაში დაბრუნება სურს, თუმცა რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა, ეს მეორე საკითხია. მოკლედ, არსებობს თუ არა ბრექსიტის ამოტრიალების შესაძლებლობა და რას ფიქრობს თავად ბრიუსელი ამ პროცესებზე, სწორედ ამ თემას განვიხილავთ ამ სტატიაში.

ბრიტანულ პოლიტიკურ ელიტაში ბოლო დღეებში გაჟღერებულმა განცხადებებმა ევროპასთან ურთიერთობების თემა ყურადღების ცენტრში მოაქცია. პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნჰემის გამოსვლამ და იმის აღიარებამ, რომ ლონდონმა ევროკავშირთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ყველა შესაძლო სცენარი, თუნდაც ხელახალი გაწევრიანება უნდა განიხილოს, ბრიტანეთში ყველაზე დიდი პოლიტიკური ტაბუ დაარღვია. აქამდე ბრექსიტის უარყოფითად წარმოჩენა ავტომატურად ნიშნავდა რეპუტაციულ გაკოტრებას, თუმცა, როგორც ირკვევა, რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. ბერნჰემმა პირდაპირ განაცხადა, რომ უნდა ჩაინიშნოს ან ახალი რეფერენდუმი ან მომავალ არჩევნებში ერთ-ერთ ხმის მისაცემ თემად იქცეს ევროკავშირში დაბრუნება.

ერთი შეხედვით, ამისთვის ნიადაგი მომზადებულია: სექტემბრის ბოლოს ჩატარებული YouGov-ის კვლევით, ბრიტანელთა 59% მხარს უჭერს ევროკავშირში ხელახალ გაწევრიანებას, ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ 32%-ია.

საინტერესო ფაქტია, რომ საზოგადოების თითქმის ორი მესამედის განწყობის მიუხედავად, ოფიციალური დაუნინგ სტრიტი არჩევნების გარეშე მაინც არ იწყებს შესაბამის პროცედურებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ როდესაც ბრიტანელ ამომრჩეველს ეკითხებიან, სურთ თუ არა ევროკავშირში დაბრუნება, მათი აბსოლუტური უმეტესობის მოლოდინი და რეალობა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდება.

მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ გაერთიანებული სამეფო ძველ, ექსკლუზიურ პირობებს შეინარჩუნებს. მაგალითად, საკუთარ გირვანქა სტერლინგს, შენგენის ზონის მიღმა დარჩენას და მარგარეტ ტეტჩერის დროიდან მორგებულ უზარმაზარ ფინანსურ შეღავათებს. ეს კი, ძალიან განსხვავდება თავად ევროკავშირის ხედვისაგან.

ბრიუსელში პირდაპირ აცხადებენ, რომ ძველ პრივილეგიებს აღარავის დაუბრუნებენ. თანაც მაშინ, როცა ახალი წესებით შესვლა ავტომატურად ნიშნავს ევროზონაში ინტეგრაციას, ევროს მიღებას ეროვნულ ვალუტად და შენგენის პასპორტებისგან თავისუფალ სივრცეში ჩართვას.

საინტერესოა, რომ როცა ამ ყველაფრის ხსენების შემდეგ ბრიტანელ ამომრჩეველს ისევ ეკითხებიან, სურთ თუ არა ევროკავშირში დაბრუნება, სურათი 180 გრადუსით ტრიალდება და მოწინააღმდეგეთა რიცხვი მომხრეებს მკვეთრად აჭარბებს. საუბარია 10-15%-იან ცვლილებაზე.

ამას ემატება თავად ბრიუსელის სკეპტიციზმიც. ევროპელმა ლიდერებმა წლები დახარჯეს ბრექსიტის მოლაპარაკებებზე. ახლა კი ევროკავშირში გაწევრიანების რთული ბიუროკრატიული პროცესის ხელახლა დაწყების ინტერესი აღარ აქვთ. დამატებითი გამოწვევაა ისიც, რომ თავად ლონდონში არ არსებობს მყარი პოლიტიკური კონსენსუსი.

ბრიუსელში ხედავენ რისკს, რომ თუ ბრიტანეთი დღეს დაბრუნდება, ხვალ შესაძლოა ხელისუფლებაში ახალი ევროსკეპტიკური ძალა მოვიდეს და ქვეყანა გაერთიანებიდან ისევ გამოვიდეს.

ამჟამინდელი მოცემულობით მიიჩნევა, რომ ლონდონი ჩიხშია მოქცეული. ბიზნესისთვის სტატუს-კვო ძალიან დამაზიანებელ ტვირთადაა ქცეული. საბაჟო კავშირში არყოფნა კომპანიებს წარმოშობის წესების დამტკიცების ვალდებულებას აკისრებს, რაც ექსპორტის ფასს 2-დან 8%-მდე ზრდის. ერთიანი ბაზრის არარსებობის გარეშე, მუდმივი გამოწვევაა ბიუროკრატია და რეგულარული შემოწმებებიც. ეს ყოველივე კი განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როცა ბრიტანული ექსპორტის ნახევარი ევროპაზე მოდის.

გაერთიანებულ სამეფოს ლიდერიც კი აღნიშნავს, რომ დღეს ბრიტანეთის სრული დაბრუნება ევროკავშირში არარეალური პოლიტიკური პროექტია. თუმცა, ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შენელებულია და რომ სავაჭრო ბარიერები კვლავ დიდ პრობლემადაა ქცეული, მხარეები ამაზეც თანხმდებიან.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის პრიორიტეტი ეკონომიკური ზიანის მაქსიმალურად შემცირება იქნება, თუმცა რა ფორმით, ამაზე ექსპერტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავსფორმულა
  • გიორგი გაბუნია: ფინეთის პრეზიდენტის განცხადება იმ პოლიტიკის დეკლარირებაა, რომელსაც დასავლეთი აწარმოებდა უკრაინაში ევროკავშირის წევრობისა და ნატოს წევრობის ძახილითრუსთავი 2
  • პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებიმედი
  • გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებსნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს

Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს

BM.GE

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

BM.GE

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

BM.GE

კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”

კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”

BM.GE