მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთმა და აშშ-მა "ტრამპის მარშრუტის" ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სომხეთმა და აშშ-მა "ტრამპის მარშრუტის" ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთმა და აშშ-მა "ტრამპის მარშრუტის" ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

BM.GE4 ივნისი, 2026, 18:04|bm.ge

სომხეთმა და აშშ-მა "ტრამპის მარშრუტის" [ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ TRIPP] ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც სომხური სააგენტო Armenpress წერს, დოკუმენტზე შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ კვირაში სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტისას შედგა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ აწერს ხელს შეთანხმებას საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.

„ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წუთის წინ ხელი მოვაწერე სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის შესახებ. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ, სომხეთში ვიზიტისას, მას ხელი მოვაწერეთ მე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. ამით ხელმოწერის პროცესი დასრულებულია და შეთანხმება მზად არის რატიფიცირებისთვის“, - განაცხადა მირზოიანმა.

ცნობისთვის, გასულ კვირაში რუბიო ერევანში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. ინდოეთიდან მომავალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მართალია ხანმოკლე ვიზიტი გამართა სომხეთში და მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, თუმცა მხარეებმა სამი შეთანხმება გააფორმეს. მათ შორის, „ტრამპის მარშრუტსა“ და მინერალებზე. ასევე შეთანხმება გაფორმდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რითაც ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ჯო ბაიდენის დროს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება.

ვრცლად ამ თემაზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ერევანში - ახალი სტრატეგიული შეთანხმებები და ტრამპის მხარდაჭერა ფაშინიანს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდისიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE