მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თბილისი ცენტრალის“ განახლების პროექტი 2027 წელს დასრულდება
„თბილისი ცენტრალის“ განახლების პროექტი 2027 წელს დასრულდება

„თბილისი ცენტრალის“ განახლების პროექტი 2027 წელს დასრულდება

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 17:48|bm.ge

საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია „თბილისი ცენტრალის“ განახლების პროექტის პირველ ეტაპს 2027 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს, წლის ბოლოს კი მომხმარებელი სრულად რეაბილიტირებული სივრცეებით შეძლებს სარგებლობას.

„თბილისი ცენტრალის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ყარალაშვილის თქმით, პროექტი, რომელზედაც GRDC 10 მილიონ ლარს ხარჯავს, 5000 კვადრატული მეტრის რენოვაციას, მათ შორის რკინიგზის ბაქანის განახლებას ითვალისწინებს.

„ჩვენ 2 წელი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის რენოვაცია ხორციელდება, მათ შორის არსებული რკინიგზის ბაქანის. ვისაც ბათუმში უმგზავრია, კარგად იცის იქ რა სიტუაცია ხვდებოდა, მაგრამ კონკრეტული შეზღუდვები იყო, მათ შორის ჩვენზე, რომ ამ მიმართულებით რაიმე გაგვეკეთებინა. პროექტი, რომელიც 2 წლის წინ დავამუშავეთ, წელს დავიწყეთ და კარგი ამბავია ის, რომ მოხდება ყველა ბაქანის — პირველი, მეორე, მესამეს — რეაბილიტაცია, საიდანაც პირველი ჩვენი საკუთრებაა.

აქ იქნება ახალი საზოგადოებრივი სივრცე, კაფეტერია, მოსაცდელი დარბაზი, შემნახველი საკანი, ბავშვთა სათამაშო სივრცე და ა.შ. ამის პარალელურად ასევე ხორციელდება რკინიგზის მხრიდან მეორე და მესამე ბაქნების რეკონსტრუქცია და იმედია, მომავალი წლის ბოლომდე ყველაფერი დასრულდება. ერთადერთი რკინიგზის სადგურია დღეს თბილისში და მისი იერსახე მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული.

ნაწილი იქნება ჩვენს მხარეს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. დაახლოებით ₾10 მილიონის ინვესტიციაა ჩვენი მხრიდან და დაახლოებით იგივე თანხა არის, რასაც რკინიგზა ხარჯავს, რომ სხვა ინფრასტრუქტურა გააუმჯობესოს. რეალურად, ეს ყველაფერი, მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტული აქტივების ღირებულება გაუმჯობესდეს, ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს.

„თბილისი ცენტრალში” დასაქმებულია დაახლოებით 2 000 ადამიანი. იქ არსებული ბიზნესები წელიწადში აგენერირებს თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს შემოსავლების კუთხით და ეს ყველაფერი ერთგვარი ქალაქი ქალაქშია და გვიხარია, რომ ამ პროექტის განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი.

მომავალი წლის პირველ ნახევარში იქნება დასრულებული პროექტის პირველი ნაწილი და წლის ბოლომდე მთლიანად იქნება დასრულებული მთელი ამ სივრცეების რეაბილიტაცია”,-განაცხადა ლევან ყარალაშვილმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 210 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირიიმედი
  • 5 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროსფორმულა
  • სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრესტვ პირველი
თბილისის →პროექტი →

მსგავსი სტატიები

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორმა $841 მილიონის შემოსავალი მიიღო - ზრდა 72%

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორმა $841 მილიონის შემოსავალი მიიღო - ზრდა 72%

BM.GE

LONGEVITY - ლაქშერი ინდუსტრიის ხედვა OBSIDIA-ს ფიტნესსივრცეში

LONGEVITY - ლაქშერი ინდუსტრიის ხედვა OBSIDIA-ს ფიტნესსივრცეში

BM.GE

ვაზიანის აეროპორტი და 70,000-მაყურებლიანი სტადიონი 2027 წლის ბიუჯეტის კაპიტალურ პროექტებში გათვალისწინებული არაა

ვაზიანის აეროპორტი და 70,000-მაყურებლიანი სტადიონი 2027 წლის ბიუჯეტის კაპიტალურ პროექტებში გათვალისწინებული არაა

BM.GE

ლატვიის არჩევნებში მმართველმა პროევროპულმა პარტიამ ხმების 45%-ზე მეტი მიიღო და გამარჯვება მოიპოვა

ლატვიის არჩევნებში მმართველმა პროევროპულმა პარტიამ ხმების 45%-ზე მეტი მიიღო და გამარჯვება მოიპოვა

BM.GE