მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში დიდუბის მეტროსთან 3 კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
თბილისში დიდუბის მეტროსთან 3 კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

თბილისში დიდუბის მეტროსთან 3 კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 20:30|bm.ge

თბილისში, დიდუბის მეტროსთან 3 კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ.

"არაგეგმური შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები გ. კ. (მის: ტრანსპორტის ქ. N1), ც.ქ. (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია) , ნ.კ. (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია) - არ იყვნენ რეგისტრირებულნი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, კვების ობიექტებში დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია).

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 207 სტატია.

  • თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 6 პირი დააკავესფორმულა
  • თბილისი - მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპატვ პირველი
  • თბილისის ყველაზე უცნაური პროფესიები - ადამიანები, რომლებიც ქალაქმა დაკარგარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირიიმედი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ჩინეთიდან აზერბაიჯანში ბლოკმატარებლების მიმოსვლა 40%-ით გაიზარდა

ჩინეთიდან აზერბაიჯანში ბლოკმატარებლების მიმოსვლა 40%-ით გაიზარდა

BM.GE

აშშ-მა ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 17 ტანკერს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 17 ტანკერს სანქციები დაუწესა

BM.GE

NASA-ს მეცნიერი – მარგარეტ ჰამილტონი გარდაიცვალა

NASA-ს მეცნიერი – მარგარეტ ჰამილტონი გარდაიცვალა

BM.GE