მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი FED-ის საბჭოდან ჯერომ პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს
ტრამპი FED-ის საბჭოდან ჯერომ პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს

ტრამპი FED-ის საბჭოდან ჯერომ პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 01:45|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური რეზერვის მონეტარული საბჭოდან ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამინდელი წევრის, ჯერომ პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს.

პრეზიდენტის განცხადება ცენტრალური ბანკის გენერალური ინსპექტორის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მოჰყვა, რომელმაც პაუელის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ იგი არ გადადგება, ამერიკის მთავრობამ მას კორუფციის ან არაკომპეტენტურობის გამო სასამართლოში უჩივლებს და ამ გზით გადააყენებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი ჯერომ პაუელს FED-ის სათავო ოფისის რემონტზე გამოყოფილი ბიუჯეტის გადაჭარბებაში ადანაშაულებს. თუმცა ინსპექტორის შეფასებით, ხარჯების მკვეთრი ზრდა ინფლაციამ, შეზღუდულმა ტენდერებმა და დიზაინის ცვლილებებმა გამოიწვია და ამ ყველაფერში ბრალი პაუელს არ მიუძღვის. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული გადაცდომა არ დაფიქსირებულა და პაუელის ჩართულობა რემონტის ტენდერებში მხოლოდ ფორმალური იყო.

სიცხადისთვის, სარემონტო სამუშაოების დამტკიცებული ბიუჯეტი $2.5 მილიარდს შეადგენს, ხოლო თავად პროექტი 2027 წელს უნდა დასრულდეს. რემონტის პროექტის ბიუჯეტი არაერთხელ შეიცვალა და ტრამპი ხარჯების ზრდაში სწორედ პაუელს ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ჯერომ პაუელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე უარის თქმის გამო აქტიურად აკრიტიკებდა. სწორედ პრეზიდენტის მოთხოვნით იუსტიციის დეპარტამენტმა FED-ის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, თუმცა ფედერალურმა მოსამართლემ მტკიცებულებების არარსებობის გამო პროცესი შეაჩერა. ამის შემდეგ კი საქმის მოკვლევა ფედერალური რეზერვის გენერალურ ინსპექტორს დაევალა, რომელმაც ასევე ვერ შეძლო პაუელის ბრალეულობის დადგენა.

უდანაშაულობის მიუხედავად, ტრამპი მაინც მოითხოვს პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას, რაც, დემოკრატი სენატორების შეფასებით, პირადი უთანხმოებით არის გამოწვეული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია საფრანგეთსა და გერმანიაზე ზეწოლას აძლიერებს - ვაშინგტონმა პარიზსა და ბერლინს მოუწოდა, გამოიყენონ დიზელის ეროვნული რეზერვები საწვავზე გლობალური ფასების შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულიიმედი
  • სენატორები დონალდ ტრამპს G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენფორმულა
  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
  • თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის - ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

აგვისტოში საწვავზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალო ხარჯი ₾64-მდე გაიზარდა | TBC Capital-ის უნაღდო დანახარჯების მიმოხილვა

აგვისტოში საწვავზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალო ხარჯი ₾64-მდე გაიზარდა | TBC Capital-ის უნაღდო დანახარჯების მიმოხილვა

BM.GE

"უძრავი ქონების ფასის ზრდა ჯანსაღია, თუმცა მთავარი კითხვაა – რამდენად მყარია მოთხოვნა?"|ინტერვიუ ბესო ორთოიძესთან

"უძრავი ქონების ფასის ზრდა ჯანსაღია, თუმცა მთავარი კითხვაა – რამდენად მყარია მოთხოვნა?"|ინტერვიუ ბესო ორთოიძესთან

BM.GE

„მოთხოვნა არ გაქრება, ის სწრაფ და სალომბარდე დაკრედიტებაზე გადაინაცვლებს“ - მისოები სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაზე

„მოთხოვნა არ გაქრება, ის სწრაფ და სალომბარდე დაკრედიტებაზე გადაინაცვლებს“ - მისოები სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაზე

BM.GE

ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტს რეკორდული $3 მილიარდი შესწირა

ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტს რეკორდული $3 მილიარდი შესწირა

BM.GE