მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს $5000-ს ჰპირდება, თუ რესპუბლიკელები არჩევნებს მოიგებენ
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს $5000-ს ჰპირდება, თუ რესპუბლიკელები არჩევნებს მოიგებენ

ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს $5000-ს ჰპირდება, თუ რესპუბლიკელები არჩევნებს მოიგებენ

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 14:13|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მიერ კონგრესზე კონტროლის შენარჩუნების შემთხვევაში, თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის.

„რესპუბლიკელები თუ შეინარჩუნებენ უმრავლესობას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, ჩვენი წარმოუდგენელი ეკონომიკური წარმატების წყალობით, მე ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5 ათასი დოლარის ოდენობის დივიდენდს გადავუხდი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ინიციატივა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ისტორიაში პირველ შუალედურ ყრილობაზე გააჟღერა. დასავლური მედია წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ განხორციელდება აღნიშნული ან რამდენად შეესაბამება ის კანონმდებლობას. აშშ-ში დაახლოებით 270 მილიონი სრულწლოვანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის საერთო ღირებულება დაახლოებით 1.35 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ტრამპმა განაცხადა, რომ მან „საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო ორი წელი“ დაასრულა. პრეზიდენტმა საკუთარი თავი არჩევნების ცენტრალურ ფიგურად დაასახელა.

„თუ ამერიკის მომავალს რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს ჩავაბარებთ, ჩვენს ერს მთელი ათწლეული დასჭირდება ფეხზე წამოსადგომად. მიეცით ხმა რესპუბლიკელებს და ჩვენ მსოფლიოს თაობების განმავლობაში ჩამოვიტოვებთ უკან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 151 სტატია.

  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმებარუსთავი 2
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

UFC 333-ის ბილეთების ფასები 8 700 დოლარს აღწევდა - დეტალები აბუ-დაბის ტურნირის შესახებ

UFC 333-ის ბილეთების ფასები 8 700 დოლარს აღწევდა - დეტალები აბუ-დაბის ტურნირის შესახებ

BM.GE

წინა მთავრობის დროს იყო იდეა, როგორ შეექმნათ წყალტუბოში "ქართული ლას-ვეგასი"|ცოტნე ჯაფარიძე

წინა მთავრობის დროს იყო იდეა, როგორ შეექმნათ წყალტუბოში "ქართული ლას-ვეგასი"|ცოტნე ჯაფარიძე

BM.GE

Gen Z, მილენიალები, "ბეიბი ბუმერები" - რომელ ავტომობილს ანიჭებს სხვადასხვა თაობა უპირატესობას?

Gen Z, მილენიალები, "ბეიბი ბუმერები" - რომელ ავტომობილს ანიჭებს სხვადასხვა თაობა უპირატესობას?

BM.GE

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

BM.GE