მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის ₾4.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის ₾4.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის ₾4.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE29 ივლისი, 2026, 16:50|bm.ge

იუსტიციის სახლმა წალენჯიხაში ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის 4,617,986 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ქალაქ წალენჯიხაში, კალისტრატე სალიას ქუჩაზე, 1,700 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. დაგეგმილია 1,286.4 კვადრატული მეტრის საერთო ფართობის შენობის აშენება, საიდანაც 1,195.6 კვადრატული მეტრი საოფისე სივრცე იქნება, ხოლო 90.8 კვადრატული მეტრი – საზაფხულო ფართობი. პროექტით გათვალისწინებული შენობის კონსტრუქციული სიმაღლე 17.6 მეტრია.

ტენდერის პირობებით, მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის გამოცდილება. კერძოდ, 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების ჯამური ღირებულება არანაკლებ 5.2 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს.

ამასთან, პრეტენდენტს ამავე პერიოდში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1.56 მილიონი ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი შენობის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული გამოცდილება შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა დადასტურდეს, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს, რომ სამუშაოები ხარისხიანად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში შესრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაოიმედი
  • თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავსფორმულა
  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლში →

მსგავსი სტატიები

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი კიდევ ერთხელ დაიკითხა

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი კიდევ ერთხელ დაიკითხა

BM.GE

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყა

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყა

BM.GE

ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვია

ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვია

BM.GE

"განათლების სამინისტრო დუმს იმ პრობლემებზე, რაც OECD-ის კვლევამ სრულად გააშიშვლა" - მანანა რატიანი

"განათლების სამინისტრო დუმს იმ პრობლემებზე, რაც OECD-ის კვლევამ სრულად გააშიშვლა" - მანანა რატიანი

BM.GE