მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ ჩინეთი იშვიათი მინერალების ექსპორტს შეზღუდავს, ეს საფრთხეს $6.5-ტრილიონიან ინდუსტრიას შეუქმნის
თუ ჩინეთი იშვიათი მინერალების ექსპორტს შეზღუდავს, ეს საფრთხეს $6.5-ტრილიონიან ინდუსტრიას შეუქმნის

თუ ჩინეთი იშვიათი მინერალების ექსპორტს შეზღუდავს, ეს საფრთხეს $6.5-ტრილიონიან ინდუსტრიას შეუქმნის

BM.GE17 ივლისი, 2026, 12:48|bm.ge

დასავლური გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, თუ ჩინეთი იშვიათი ლითონების ექსპორტს შეზღუდავს, ეს დასავლეთში $6.5 ტრილიონის მოცულობის საწარმოო ინდუსტრიას უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენებს.

როგორც ცნობილია, ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ოფიციალური პეკინი უკვე ერთ წელზე მეტია ემზადება. სი ძინპინის ხელისუფლება ძვირფასი მეტალების ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ჯერ კიდევ გასულ წელს გეგმავდა, თუმცა მაშინ გადაწყვეტილება 1 წლით გადავადდა. თუ ამჯერად პეკინი შეზღუდვებს დააწესებს, მოსალოდნელი შეფერხებები ძირითადად საავტომობილო, თავდაცვისა და ენერგეტიკულ სექტორებს შეეხება. ეს კი, მეტწილად, აშშ-სა და ევროპას დააზარალებს.

სააგენტოში წერენ, რომ უახლოეს მომავალში შეზღუდვები ყველაზე მეტად შესაძლოა გრაფიტის ექსპორტს შეეხოს. საუბარია იშვიათ მინერალზე, რომლის 90%-საც ჩინეთი აკონტროლებს და დანარჩენს მსოფლიოს მეტწილად თავად აწვდის. მხოლოდ გრაფიტის ექსპორტის შეზღუდვით დარტყმას $300 მილიარდის მოცულობის ინდუსტრია მიიღებს.

როგორც Reuters-ი წერს, დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ალტერნატიული მიწოდების ჯაჭვების შექმნას უკვე 1 წელზე მეტიად აქტიურად ცდილობენ. მხოლოდ 2023-2025 წლებში ამ მიმართულებების განვითარებაზე გაღებული ხარჯებისა და ჩადებული ინვესტიციების მოცულობა გაოთხმაგდა და $65 მილიარდს მიაღწია, თუმცა სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბაზრის წილის 85%-ს კვლავ ჩინეთი აკონტროლებს, ეს კი დასავლეთს საკმაოდ მოწყვლადს ხდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საფრთხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვებაიმედი
  • ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვისფორმულა
  • “ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარიატვ პირველი
  • შაკო კუჭაშვილი: ნაცების პროპაგანდის აქტორმა ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს "გასაპრავებლად" მიიწვია სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დათაშვილი, რომელიც პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეორუსთავი 2
საფრთხის →

მსგავსი სტატიები

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა

BM.GE

ირანის მიერ იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე ბოლო შეტევას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა

ირანის მიერ იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე ბოლო შეტევას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა

BM.GE

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან ₾13 მლნ-მდეა გამოყოფილი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან ₾13 მლნ-მდეა გამოყოფილი

BM.GE

გრილი ზაფხული, სისტემური გათიშვები - ივლისში ელექტროენერგიის მოხმარება 1.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა | G&T

გრილი ზაფხული, სისტემური გათიშვები - ივლისში ელექტროენერგიის მოხმარება 1.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა | G&T

BM.GE