მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთმა და სომხეთმა ყარსი-გიუმრის რკინიგზის სწრაფი ამოქმედების საკითხი განიხილეს
თურქეთმა და სომხეთმა ყარსი-გიუმრის რკინიგზის სწრაფი ამოქმედების საკითხი განიხილეს

თურქეთმა და სომხეთმა ყარსი-გიუმრის რკინიგზის სწრაფი ამოქმედების საკითხი განიხილეს

BM.GE29 აპრილი, 2026, 22:46|bm.ge

სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა გიუმრი-ყარსის სარკინიგზო ხაზის აღდგენისა და გაშვების საკითხი განიხილეს, - თურქეთის ქალაქ ყარსში გამართულ თურქეთ-სომხეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ განხილულ საკითხებზე ინფორმაციას ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.

თურქეთის დიპლომატიური უწყების აღნიშვნით, სხდომა ორგანიზებული იყო თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად.

რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონტექსტში მხარეებმა მოცემული მარშრუტით სარკინიგზო მიმოსვლის რაც შეიძლება სწრაფად დაწყების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

თურქული მედიის ცნობით, 2025 წლის სექტემბერში, ერევანში, ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ფარგლებში თურქეთის სპეციალურ წარმომადგენელ სერდარ ქილიჩსა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანს შორის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი გაიმართა.

მხარეებმა „წინაპირობების გარეშე“ დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს და დააფიქსირეს ის საკითხები, რომლებზეც მანამდე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, სპეციალური წარმომადგენლები 2022 წლის 1 ივლისს მიღწეული საზღვრის კვეთის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, ყარსი-გიუმრის სარკინიგზო ხაზის აღდგენისა და ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

სომხური მედია წერს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1991 წლიდან არ არსებობს, ხოლო ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წლიდან, ანკარას ინიციატივით ჩაიკეტა. მთავარ პრობლემურ საკითხებად სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რჩება.

2021 წლის დეკემბერში ურთიერთობების ნორმალიზების დაწყების შემდეგ 2023 წლის 1 იანვარს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიაგადაზიდვების განხორციელება გახდა შესაძლებელი.

2024 წლის 24 სექტემბერში: ნიუ-იორკში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ნორმალიზების პროცესის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE