მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინის მიერ დაბომბილი 10 უმსხვილესი რუსული ნავთობსაწარმო - სია
უკრაინის მიერ დაბომბილი 10 უმსხვილესი რუსული ნავთობსაწარმო - სია

უკრაინის მიერ დაბომბილი 10 უმსხვილესი რუსული ნავთობსაწარმო - სია

BM.GE12 ივლისი, 2026, 00:19|bm.ge

რუსეთი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მარაგების მფლობელი და მწარმოებელი ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე ათობით მასშტაბური გადასამუშავებელი ობიექტი მდებარეობს, რომლებიც ქვეყანას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგორესურსით ამარაგებენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევმა აქტიურად დაიწყო ამ ობიექტების დაბომბვა. 6 ივლისს, ქვეყნის საზღვრიდან 2,500 კილომეტრის მოშორებით ომსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიშის მიტანით მან მნიშვნელოვნად დააზიანა ის უკანასკნელი რუსული საწარმოც, რომელიც აქამდე ხელშეუხებლად მიიჩნეოდა.

ბოლო 2 წლის განმავლობაში, კიევმა შეძლო და 10-ვე უმსხვილეს ობიექტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. რიგ შემთხვევებში დარტყმები განმეორებითი იყო. სიაში ვხვდებით ისეთ საწარმოებს, როგორებიცაა სიდიდით მე-2, კირიშის საწარმო, ასევე კსტოვოს ნავთობგადასამუშავებელი ფაბრიკა, რომელიც მეტწილად საავტომობილო საწვავის წარმოებაზეა ორიენტირებული.

გთავაზობთ წლიური გამომუშავების თვალსაზრისით რუსეთში იმ 10 ნავთობსაწარმოს სიას, რომლებიც უკრაინამ უკვე დაბომბა:

• ომსკის ნავთობის საწარმო - 22 მლნ ბარელი (დაიბომბა ერთხელ) • კირიშის ნავთობის საწარმო - 20-21 მლნ ბარელი (დაიბომბა რამდენჯერმე) • რიაზანის ნავთობის საწარმო - 17.1 მლნ ბარელი (დაიბომბა ერთხელ) • კსტოვოს ნავთობის საწარმო - 17 მლნ ბარელი (დაიბომბა ერთხელ) • იაროსლავის ნავთობის საწარმო - 15 მლნ ბარელი (დაიბომბა 2-ჯერ) • ვოლგოგრადის ნავთობის საწარმო - 14.8 მლნ ბარელი (დაიბომბა რამდენჯერმე) • პერმის ნავთობის საწარმო - 13.1 მლნ ბარელი (დაიბომბა ერთხელ) • მოსკოვის ნავთობის საწარმო - 12 მლნ ბარელი (დაიბომბა 2-ჯერ) • ნოვოკუიბიშევსკის ნავთობის საწარმო - 8.8 მლნ ტონა ბარელი (დაიბობმა ერთხელ) • სიზრანის ნავთობის საწარმო - 8.5 მილიონი (დაიბობმა ერთხელ)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 274 სტატია.

  • The New York Times: უკრაინისთვის გადაცემული ძვირად ღირებული ტანკები დრონების საფრთხის გამო უსაქმოდ დგასიმედი
  • ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ლუდის ადგილობრივი წარმოება ბოლო 2 წელია მცირდება - TBC Capital

ლუდის ადგილობრივი წარმოება ბოლო 2 წელია მცირდება - TBC Capital

BM.GE

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

BM.GE

BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა

BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა

BM.GE

უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

BM.GE