მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

BM.GE16 ივლისი, 2026, 22:21|bm.ge

უკრაინის უმაღლესმა რადამ, ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის სერჰი კორეცკის წარდგინებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე წინა კაბინეტის გადაყენებასა და ახალი მთავრობის წევრების პაკეტურ დანიშვნას (გარდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებისა, რომელთა კანდიდატურებსაც პრეზიდენტი წარადგენს) მხარი 264 დეპუტატმა დაუჭირა.

განახლებულ კაბინეტში თანამდებობებზე ხელახლა დაინიშნენ: პირველი ვიცე-პრემიერი - ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიგალი; ვიცე-პრემიერი ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში - კულტურის მინისტრი ტეტიანა ბერეჟნა; ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო; ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო; ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მატვი ბიდნი; სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის მინისტრი დენის ულიუტინი.

გარდა ამისა, პრეზიდენტის კვოტით ხელახლა უნდა დაინიშნოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, ასევე უნდა დაინიშნოს თავდაცვის მინისტრი, თუმცა ამ კანდიდატურებზე წარდგინებები ჯერ არ შესულა.

ახალ მთავრობაში თანამდებობები ვერ მიიღეს: ტარას კაჩკამ, ოლექსი კულებამ, ოლექსი სობოლევმა, ნატალია კალმიკოვამ, ოქსენ ლისოვიმ, მიხაილო ფედოროვმა, ასევე იჰორ კლიმენკომ, რომელიც, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე იქნას წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელის, სერჰი კორეცკის დანიშვნას დაუჭირა მხარი.

კორეცკიმდე უკრაინის პრემიერ-მინისტრობის პოსტს იულია სვირიდენკო იკავებდა. იგი თანამდებობაზე 2025 წლის ივლისში დაინიშნა, 2026 წლის 12 ივლისს კი ზელენსკიმ მისი მოხსნისა და ახალი პრემიერის დანიშვნის შესახებ განაცხადა. იულია სვირიდენკოსთან ერთად, უკრაინის მთავრობაც გადადგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

BM.GE

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

BM.GE