მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაჭრობა, ანაკლიის პორტი... - რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილესთან?
ვაჭრობა, ანაკლიის პორტი... - რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილესთან?

ვაჭრობა, ანაკლიის პორტი... - რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილესთან?

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 22:40|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელმაც საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანა.

"შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ სექტორებს. ამის მიხედვით დაიგეგმება სავაჭრო მისიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩინეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ქართველი მწარმოებლების სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას. ერთობლივი ჯგუფი ასევე დაგეგმავს ჩინეთიდან სავაჭრო მისიების ვიზიტებს საქართველოში და ადგილზე საწარმოების გაცნობას.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე შუა დერეფნის კონტექსტში.

ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მომავალი წლის პირველ ნახევარში საქართველო - ჩინეთის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომის ჩასატარებლად ჩინეთში მიიწვია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2026 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა 44%-ით, ადგილობრივი ექსპორტი კი - 185%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, ჩინეთს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3, ხოლო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-2 ადგილი უკავია, რაც ბოლო პერიოდში ჩინეთში ქართული ექსპორტის სწრაფი ზრდით არის განპირობებული. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო - ჩინეთის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქმიანობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა სექტორები.

შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენიმედი
  • მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდარუსთავი 2
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
მინისტრი →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

რა იცვლება საქპატენტის კანონმდებლობაში? | კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

რა იცვლება საქპატენტის კანონმდებლობაში? | კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

BM.GE

ნოროვირუსის გამო ბაღების სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა | როგორია ახალი პროტოკოლი?

ნოროვირუსის გამო ბაღების სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა | როგორია ახალი პროტოკოლი?

BM.GE

ყურძნის ფასის ზრდის შემდეგ, კახეთში მევენახეებმა მოსავლის ჩაბარება განაახლეს

ყურძნის ფასის ზრდის შემდეგ, კახეთში მევენახეებმა მოსავლის ჩაბარება განაახლეს

BM.GE