მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ყაზტრანსოილმა“ საქართველოს დერეფანით ჯამში 1.4 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაზიდა
„ყაზტრანსოილმა“ საქართველოს დერეფანით ჯამში 1.4 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაზიდა

„ყაზტრანსოილმა“ საქართველოს დერეფანით ჯამში 1.4 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაზიდა

BM.GE15 ივლისი, 2026, 23:44|bm.ge

„ყაზტრანსოილმა“ 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს გავლით 1.4 მლრდ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტების გადაზიდა.

„ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, წელს 6 თვეში აქთაუს პორტში „ყაზტრანსოილის“ ობიექტებიდან ტანკერებში 1,713,000 ტონა ნავთობი ჩაიტვირთა, მათ შორის 704,000 ტონა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით.

ამავე პერიოდში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ კომპანიების ჯგუფმა 725,000 ტონა ნავთობი, ნავთობპროდუქტები და გაზი გადაზიდა. ტვირთის გადაზიდვის საერთო მოცულობამ კი, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში 4,008,000 ტონა შეადგინა, რაც 324,000 ტონით მეტია 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურა მოიცავს 11 ნავმისადგომს, უნავმისადგომო ჩამოსხმის თანამედროვე კომპლექსს, საზღვაო ფლოტის 12 გემსა და 11 პორტალურ ამწეს.

ბათუმის ნავთობტერმინალი შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი სპეციალიზებული ნავთობგაზის ტერმინალია, რომლის გამტარუნარიანობაც წელიწადში 11 მლნ ტონამდე ტვირთს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარაიმედი
  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავსფორმულა
  • ოფიციალურად, შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნესტვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE