მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუკი რუსული ნავთობის შესყიდვაზე EU-ს პირობები არ შესრულდება
ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუკი რუსული ნავთობის შესყიდვაზე EU-ს პირობები არ შესრულდება

ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუკი რუსული ნავთობის შესყიდვაზე EU-ს პირობები არ შესრულდება

BM.GE24 ივლისი, 2026, 01:01|bm.ge

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც 218 ფიზიკური და იურიდიული პირის შეზღუდვების სიაში შეიყვანა.

როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სანქციების პაკეტი შეეხება "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და კომპანიის წინააღმდეგ 6 თვის ვადაში ამოქმედდება შეზღუდვები თუკი კომპანია არ შეასრულებს ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებას და აღნიშნულ პერიოდში რუსულ ნავთობს არ ჩაანაცვლებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობით.

არსებული მდგომარეობით, BSP რუსულ ნედლ ნავთობს იყენებს ნავთობპროდუქტების წარმოებისთვის.

თავის მხრივ, როგორც "ბლექ სი პეტროლიუმმა" 2 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, კომპანია გეგმავს აგვისტო-სექტემბრიდან რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტები სრულად არარუსული წარმოშობის ნედლეულით ჩაანაცვლოს.

"მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს," - ნათქვამი იყო კომპანიის 2 ივლისის განცხადებაში.

ამას გარდა, სანქციების ახალი ტალღის ფარგლებში, შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო.

ბლოკმა შეზღუდვები რუსულ და მესამე ქვეყნების საბანკო ინსტიტუტებზეც გააფართოვა. აქტივების გაყინვა და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა 94 მსხვილ ბანკს შეეხო, ხოლო ტრანზაქციების აკრძალვა დამატებით 33 კრედიტორზე გავრცელდა. ევროკავშირმა სანქციების გვერდის ავლაში ჩართულები გამოავლინა და მკაცრი ზომები გაატარა იმ 14 კრიპტოპლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბელარუსში ოპერირებენ. ამასთან, ბრიუსელმა პირველად შექმნა მექანიზმი, რომელიც მესამე ქვეყნების კრიპტოპროვაიდერებთან ტრანზაქციების სრულად აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტესიმედი
  • რუსული გემის დაკავების გამო ნორვეგიის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარესფორმულა
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • სამხარაულის ბიურომ აუდიოჩანაწერებისა და ხმის ანალიზის რუსული პროგრამა შეიძინა - მკვლევრები უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენტვ პირველი
რუსული →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

ქონების გადასახადის რეფორმის ამოსავალი წერტილი ფულის რეალური მსყიდველობითი უნარი უნდა იყოს - დავით პაპიაშვილი

ქონების გადასახადის რეფორმის ამოსავალი წერტილი ფულის რეალური მსყიდველობითი უნარი უნდა იყოს - დავით პაპიაშვილი

BM.GE

რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?

რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?

BM.GE

"ბუნებრივია, თაღლითობაა, როცა გპირდებიან, რომ $1000-ის ინვესტიციით, კვირაში $5000 გადაგიხდიო" - როგორ ამოვიცნოთ "ფინანსური პირამიდები"

"ბუნებრივია, თაღლითობაა, როცა გპირდებიან, რომ $1000-ის ინვესტიციით, კვირაში $5000 გადაგიხდიო" - როგორ ამოვიცნოთ "ფინანსური პირამიდები"

BM.GE