ორიგინალი
ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი არეულობის შედეგად 16 პირი დააკავეს
სივილ ჯორჯია·10:49

ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი არეულობის შედეგად 16 პირი დააკავეს

27 ნოემბერი, 2026 · 10:49

16 პირი დააკავეს მას შემდეგ, რაც ბათუმის სტადიონზე, თურქულ კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს არეულობა მოხდა. „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების გამო, თამაში დროებით შეჩერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი პოლიციელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და საქართველოს მინისტრებს შორის.

ბათუმი ევროპის ლიგის ამ მატჩის მასპინძელ ქალაქად ოქტომბერში შეირჩა „უსაფრთხოების“ მოტივით. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე თურქეთსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

დაძაბულობა 26 ნოემბერს დაგეგმილი მატჩის წინა საღამოსვე იგრძნობოდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც ხმაურიანად გადაადგილდებოდნენ ბათუმის ქუჩებში. ასევე ჩანდა ფიზიკური დაპირისპირებები გულშემატკივრებსა და პოლიციელებს შორის.

დაძაბულობა სტადიონზეც გაგრძელდა, სადაც ტრიბუნებზე ქართველ სამართალდამცველებსა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო მატჩის შეჩერება გახდა საჭირო. კადრებში ჩანს, რომ პოლიცია წიწაკის სპრეის იყენებს, ხოლო გულშემატკივრები სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის სტადიონის სკამების ნაწილებს ესვრიან. ასევე ჩანან ექიმები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაშავებულ გულშემატკივარს დახმარებას უწევენ.

საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ვარაუდი, თითქოს არეულობა გულშემატკივრის მიერ პალესტინის დროშის გამოფენამ გამოიწვია.

მოგვიანებით მატჩი განახლდა და „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი არეულობის შედეგად 16 პირი დააკავეს

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 248 სტატია.

  • ფორმულა·08:57
    ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის
  • რუსთავი 2·08:49
    მმართველი გუნდისთვის ბათუმში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითი აღმოჩნდა - "ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, მათი ოპონენტები ცდილობენ, ყველა თემა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ
  • შენი ბათუმი·08:42
    ბათუმი ეძებს: 14 ვაკანსია დღეს, ლიდერობს ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
  • აიპრესი·03:27
    ჰაქან ფიდანი: ბათუმის მატჩზე მომხდარი ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობის დონეს არ შეეფერება
ბათუმშიმომხდართურქეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·17:18

სააპელაციო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელს გაუპატიურების საქმეზე ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელს გაუპატიურების საქმეზე ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა
სივილ ჯორჯია·16:41

TI საქართველო: ორ წელიწადში მედიის წინააღმდეგ 600-ზე მეტი დარღვევა აღირიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ 2026 წელს

TI საქართველო: ორ წელიწადში მედიის წინააღმდეგ 600-ზე მეტი დარღვევა აღირიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ 2026 წელს
სივილ ჯორჯია·21:28

ბოჭორიშვილი უარყოფს რუსეთთან მოლაპარაკების მოსკოვში ან თბილისში გადატანის შესახებ მსჯელობას, კობახიძე აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია

ბოჭორიშვილი უარყოფს რუსეთთან მოლაპარაკების მოსკოვში ან თბილისში გადატანის შესახებ მსჯელობას, კობახიძე აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია
სივილ ჯორჯია·20:40

ევროპარლამენტის მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული რეზოლუციის მიღების ფონზე, გიორგი ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ევროპარლამენტის მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული რეზოლუციის მიღების ფონზე, გიორგი ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.