ორიგინალი
ევროპარლამენტის მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული რეზოლუციის მიღების ფონზე, გიორგი ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
სივილ ჯორჯია·20:40

ევროპარლამენტის მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული რეზოლუციის მიღების ფონზე, გიორგი ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

26 ნოემბერი, 2026 · 20:40

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი 26 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრა იმავე დღეს შედგა, როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რასაც ზურაბაშვილმა „საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯი“ უწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც „საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“.

ზურაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას „ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა „კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი“.

„აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, ქართულმა მხარემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას“.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი“.

„დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია. და ამას აღარაფერი ეშველება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. ევროპარლამენტის მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული რეზოლუციის მიღების ფონზე, გიორგი ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ფორმულა·05:48
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • ინტერპრესნიუსი·00:05
    კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ
  • რადიო თავისუფლება·20:50
    თბილისი ხაზს უსვამს, რომ ზურაბაშვილი გალუზინს მინისტრის მოადგილის სტატუსით არ ესაუბრება - მოსკოვი მას მაინც ასე მოიხსენიებს
  • პუბლიკა·19:18
    ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას
ზურაბაშვილიევროპარლამენტისევროკავშირის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·19:07

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
სივილ ჯორჯია·16:02

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია·13:06

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული
სივილ ჯორჯია·10:32

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.