ორიგინალი
ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიიტანა იერიში
ევრონიუსი საქართველო·15:06

ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიიტანა იერიში

24 ნოემბერი, 2026 · 15:06

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ ლიბიის პორტ ბენღაზისთან რუსულ გემებზე კიევმა მიიტანა იერიში. ეს ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომისას ეს მორიგი ინციდენტია, რომელიც საომარი მოქმედებების ძირითად ზონის მიღმა მოხდა. „რუსეთი ომისთვის ორ ხომალდს იყენებდა: „კორვეტს“, რუსული ფლოტის ერთ-ერთ უახლეს გემს, და სატვირთო ხომალდს, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა. იარაღს ის აღარ გადაზიდავს, „კორვეტი“ კი ზღვის ფსკერზეა. ამ შედეგს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, უკრაინული შეიარაღების, ჩვენი საზღვაო დრონების, მეშვეობით მივაღწიეთ. გვაქვს სადაზვერვო მონაცემები, რომ რუსები ახალ იერიშებს ამზადებენ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს და სიფრთხილე გამოიჩინოთ. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებზეც ჩვენი ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო საზენიტო-სარაკეტო საშუალებების მიწოდებაა დამოკიდებული, ასევე გაითვალისწინონ ეს გაფრთხილებები. ჩვენს განკარგულებაში არსებული „პეტრიოტის“ (Patriot) თითოეული რაკეტა დარტყმაა რუსეთისთვის; დარტყმაა მისი იმ დამოკიდებულებისთვის, რომლითაც ის უგულებელყოფს დიპლომატიასა და ადამიანების სიცოცხლეს. ომი მხოლოდ იმიტომ არ სრულდება, რომ რუსეთს სჯერა, თითქოს მას შეუძლია, კვლავაც გააგრძელოს მკლელობები და განადგურება. ეს უნდა შეწყდეს. რუსეთის ეს ომი უნდა შეჩერდეს. უკრაინას უნდა დავეხმაროთ სიცოცხლის დაცვაში. „პეტრიოტის“ სისტემებისთვის რაკეტები სწორედ აქ, უკრაინაშია, საჭირო და ჩვენ ამერიკისგან შესაბამის გადაწყვეტილებებს მოველით“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკისმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაერომ დრონებით თავდასხმების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა. უკრაინის ძალები რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებს ფრონტის ხაზიდან შორს აძლიერებენ. ლიბიაში გაეროს მისიამ თავდასხმებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა. ლიბიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი გადაარჩინეს და საავადმყოფოებში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც უკრაინა დრონებით თავს დაესხა რუსულ გემსა და კიდევ ერთ გემს. 21 ნოემბერს ფრონტის ხაზიდან შორს, აღმოსავლეთ ბალტიის ზღვაში, ფინეთის წყლებთან ახლოს უკრაინამ კიდევ ერთი იერიში მიიტანა რუსეთის სატვირთო გემზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: euronewsgeorgia.com
  1. მთავარი
  2. ევრონიუსი საქართველო
  3. ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიიტანა იერიში

თემა: რუსული

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • რუსთავი 2·18:29
    მედია: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რუსული ენის გამოყენებისთვის, 3 400 გრივნით დააჯარიმებენ
  • იმედი·18:26
    ცოტნე ანანიძე სააკაშვილის პოსტზე, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა აკურთხა: ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მიმდევრები ცდილობენ რუსული იარლიყი მოგვაწებონ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს კარგი მეხსიერება და ანალიზის უნარი აქვთ - სააკაშვილი ყოველთვის სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებდა
  • BM.GE·11:20
    EU-მ ყულევის ქარხანა სწორ კალაპოტში ჩააყენა და ახლა თავად უნდა აირჩიონ ევროპული ან რუსული გზა|რომან გოცირიძე
  • რადიო თავისუფლება·10:07
    შეტევა იყო რუსული „როსნეფტის“ ქარხნებზე სამარის ოლქში
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ევრონიუსი საქართველო·12:59

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს
ევრონიუსი საქართველო·12:22

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს
ევრონიუსი საქართველო·12:19

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია
ევრონიუსი საქართველო·12:16

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.