მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდება წარედგინა
პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდება წარედგინა

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდება წარედგინა

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდატვ პირველი
  • "ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა" - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი​რუსთავი 2
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
ბრალდებით →პირს →

მსგავსი სტატიები

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, დაიღუპა 5 და დაშავდა 24 პირი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, დაიღუპა 5 და დაშავდა 24 პირი

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ილიას სახელით ილიას წინააღმდეგ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ილიას სახელით ილიას წინააღმდეგ

ფორმულა

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავდა 2 ადამიანი

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავდა 2 ადამიანი

ფორმულა

პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

ფორმულა