მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პოლტავის ოლქში რუსეთის შეტევის შედეგად საცავებიდან სახიფათო ქიმიური ნივთიერებამ გაჟონა
პოლტავის ოლქში რუსეთის შეტევის შედეგად საცავებიდან სახიფათო ქიმიური ნივთიერებამ გაჟონა

პოლტავის ოლქში რუსეთის შეტევის შედეგად საცავებიდან სახიფათო ქიმიური ნივთიერებამ გაჟონა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პოლტავის ოლქზე განხორციელებული რუსული შეტევის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანებული საცავებიდან სახიფათო ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა.

მიუხედავად იმისა, რომ უწყებას კონკრეტული რაიონი, ობიექტი და გაჟონილი ნივთიერება ოფიციალურად არ დაუსახელებია, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც დამცავტანსაცმლიანი და აირწინაღიანი სპეციალისტები შედეგებს ლიკვიდაციას უკეთებენ, ცისტერნები და გამაფრთხილებელი წარწერა – „მეთანოლი-საწამლავი“ ჩანს.

უკრაინული მხარის განცხადებით, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამაშველო რაზმის სპეციალისტებმა დაზიანებული საცავებისა და გაჟონვის ადგილების ოპერატიული ჰერმეტიზაცია შეძლო, რამაც სამუშაოების უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება მისცა.

მომხდარს წინ უძღოდა პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 2 აგვისტოს დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსულმა დრონებმა ორ საწარმოსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე მიიტანეს იერიში, რის გამოც რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება (კონკრეტული ობიექტები არც ადმინისტრაციას დაუსახელებია).

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 აგვისტოს დილით ზოგადი ცნობა გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინის 156 რაიონში დრონებითა და რაკეტებით დაარტყეს „სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება“. -ინფორმაცია ვრცელდება უკრაინულ სოცმედეაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 299 სტატია.

  • მედია: კიევზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვიაიმედი
  • "რუსეთის მიერ გაზის გაძვირება ჩვენთვის აპოკალიპტური სცენარი იქნება" - სომხეთის ცენტრალური ბანკიBM.GE
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
  • რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავსნეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

კობახიძე ნამახვანჰესზე: რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში

კობახიძე ნამახვანჰესზე: რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში

ფორმულა

ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება

ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება

ფორმულა

რატომ ხდება ინფორმირებული არჩევანი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა?

რატომ ხდება ინფორმირებული არჩევანი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა?

ფორმულა

კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

ფორმულა