მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება

ტვ პირველი10 აგვისტო, 2026, 15:47|tvpirveli.ge

ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ძალაში დატოვა.

მოსამართლემ მოუსმინა მხარეების შუამდგომლობებს.

ბრალდების მხარე რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების ძალაში დატოვებას ითხოვდა, ადვოკატები კი პატიმრობის გაუქმებას ითხოვდნენ.

პროცესი მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო. სხდომა 11 აგვისტოს, 15:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა; გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის; მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება. უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან - პროცესის პოლიტიზების მცდელობა. რას ამბობს გარდაცვლილი მასწავლებლის დედა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • პატიმრობა და დაზარალებულების კომპენსაცია - სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი დამნაშავედ ცნოBM.GE
  • ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობა საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა – MFRRნეტგაზეთი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ - გრიგოლ გეგელია

კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ - გრიგოლ გეგელია

ტვ პირველი

გლდანის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო 4100 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

გლდანის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო 4100 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

ტვ პირველი

ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას - კალაძე აგვისტოს ომზე

ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას - კალაძე აგვისტოს ომზე

ტვ პირველი

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ადვოკატი შსს -ს განცხადებას პასუხობს

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ადვოკატი შსს -ს განცხადებას პასუხობს

ტვ პირველი