მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ
ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად, დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

"ფულის გათეთრების მიზნით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელების თაობაზე დაიყოლიეს და კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაწევრებით განათავსებინეს მათ საბანკო ანგარიშებზე. ასევე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დავალებით, მათთან დაკავშირებულ პირებს, ძმების გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე და შემდგომში, მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით, რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული გზით, 2020-2026 წლებში, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული, დაახლოებით 10 მილიონის ლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა ბრალდებულების პირადი საჭიროებისამებრ - მოხმარდა საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავესიმედი
  • თაღლითობა „ბიზნესში ინვესტირების“ პირობით - თბილისში ₾275 ათასის მითვისების ბრალდებით 2 პირი დააკავესBM.GE
  • ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ლიეტუვის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია მეთადონი და დასაფასოებლად საჭირო მოწყობილობებირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძეს პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
ბრალდებით →შემოსავლების →

მსგავსი სტატიები

არასამთავრობოები: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე

არასამთავრობოები: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე

ფორმულა

სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ფორმულა

აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ

აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ

ფორმულა

ფრიდრიხ ნაუმანისა და კონრად ადენაუერის ფონდები იხურება

ფრიდრიხ ნაუმანისა და კონრად ადენაუერის ფონდები იხურება

ფორმულა