ორიგინალი
დავდგეთ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით, დავუწესოთ მიზნობრივი სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ამ რეჟიმზე ზეწოლა, ვიდრე ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად არ გაიჟღერებს - ტობიას კრემერი
GHN·23:25

დავდგეთ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით, დავუწესოთ მიზნობრივი სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ამ რეჟიმზე ზეწოლა, ვიდრე ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად არ გაიჟღერებს - ტობიას კრემერი

25 ნოემბერი, 2026 · 23:25

პაატა ბურჭულაძემ სახელი გაითქვა თავისი ხმის ძალით. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საოპერო მომღერალია, რომლის ხმაც ვენიდან ნიუ იორკამდე საოპერო თეატრებში ჟღერდა, თუმცა დღეს მისი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ამ ხმის ჩახშობას და მას შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში ამყოფებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

„რა არის მისი დანაშაული? ის, რომ გაბედა ხმის ამაღლება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილქვეშ მყოფ, ბელარუსის ტიპის რეჟიმად გადააქციოს. თუმცა, პაატა მარტო არ არის. ქართველების 80 პროცენტს კვლავ ევროპული მომავალი სურს. თითქმის ორი წელია, ისინი ამისთვის ქუჩებში გამოდიან“, – აღნიშნა ტობიას​ კრემერმა.

მან ევროპარლამენტარებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით დადგნენ.

„მასწავლებლები, ექთნები, მუშები, ხელოვანები ყოველდღე, დღე და ღამე, ხმას იმაღლებენ. კარგად იციან, რომ ამის გამო, შესაძლოა, სცემონ, თავს დაესხან ან დააპატიმრონ, როგორც პაატა ბურჭულაძე ან მზია ამაღლობელი. მიუხედავად ამისა, ისინი არ ნებდებიან. ამიტომ, კოლეგებო, ნურც ჩვენ ვიტყვით უარს მათ მხარდაჭერაზე და დავდგეთ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით. დავუწესოთ მიზნობრივი სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ამ რეჟიმზე ზეწოლა იქამდე, ვიდრე პაატას და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაიჟღერებს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა ტობიას კრემერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. დავდგეთ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით, დავუწესოთ მიზნობრივი სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ამ რეჟიმზე ზეწოლა, ვიდრე ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად არ გაიჟღერებს - ტობიას კრემერი

თემა: სანქციების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • იმედი·19:35
    Euronews: სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება - მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში
  • ტვ პირველი·18:55
    ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
  • სივილ ჯორჯია·13:07
    ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს
  • BM.GE·19:28
    ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს
სანქციების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·23:35

დონალდ ტრამპი პუტინს გამოცდას უწყობს და ცდილობს გაარკვიოს, რამდენად მზად არის ის მოლაპარაკებებისთვის - მარკ რუტე

დონალდ ტრამპი პუტინს გამოცდას უწყობს და ცდილობს გაარკვიოს, რამდენად მზად არის ის მოლაპარაკებებისთვის - მარკ რუტე
GHN·23:10

შაბათს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის, მოდით, ჩვენც ისეთივე შეუპოვრები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს - რასა იუკნევიჩიენე

შაბათს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის, მოდით, ჩვენც ისეთივე შეუპოვრები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს - რასა იუკნევიჩიენე
GHN·22:06

მელანია ტრამპის ჩართულობით, კიდევ ცხრა უკრაინელი ბავშვი ოჯახებში დაბრუნდა

მელანია ტრამპის ჩართულობით, კიდევ ცხრა უკრაინელი ბავშვი ოჯახებში დაბრუნდა
GHN·19:19

არ ვიცოდი, რომ 2022 წელს რუსული ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე შეტევას დაიწყებდნენ - ალექსანდრ ლუკაშენკა

არ ვიცოდი, რომ 2022 წელს რუსული ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე შეტევას დაიწყებდნენ - ალექსანდრ ლუკაშენკა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.