რუსეთის მარიონეტები ადრე თუ გვიან ეცემიან, ეს ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, მივიღოთ რეზოლუცია, მოვითხოვოთ პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება - ჰელმუტ ბრანდშტეტერი
პაატა ბურჭულაძის შესანიშნავი ბასი ვენის, კოვენტ-გარდენისა და „ლა სკალას“ საოპერო თეატრებში ჟღერდა, თუმცა საქართველოს ოლიგარქებს მისი ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ ის თავისუფლებასა და დემოკრატიას მოითხოვდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჰელმუთ ბრანდშტეტერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ევროპარლამენტარმა კოლეგებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, მოითხოვონ პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების სიმამაცეს, რომლრბიც ქუჩაში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოდიან..
„პაატა ბურჭულაძე 71 წლისაა და, სხვათა შორის, ის ავსტრიის მოქალაქეც არის. ქართველები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები ქუჩებში გამოდიან საქართველოსა და ევროპის დროშებით და მღერიან „სიხარულის ოდას“. ეს არის ამ ერის გამბედაობის შესანიშნავი მაგალითი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მარიონეტები ადრე თუ გვიან ეცემიან. ეს ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, სადაც მოსკოვის მფარველობის ქვეშ მყოფი ძალები ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ. ამიტომ, მივიღოთ ეს რეზოლუცია, მოვითხოვოთ პაატას დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ვაჩვენოთ, რომ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – განაცხადა ჰელმუთ ბრანდშტეტერმა.
