ორიგინალი
უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომიცაა, რადგან პუტინის სამიზნეები ვართ - რაფაელ გლუკსმანი
GHN·19:23

უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომიცაა, რადგან პუტინის სამიზნეები ვართ - რაფაელ გლუკსმანი

26 ნოემბერი, 2026 · 19:23

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალ-დემოკრატებიდან რაფაელ გლუკსმანი ძიუდოისტ ტედი რინერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ომი საფრანგეთის ომი არ არის.

რინერმა, რომელიც ასევე საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატია, განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „ჩვენი ომი არ არის“.

მოგვიანებით რინერმა AFP-ს განუცხადა, რომ სურს შეწყდეს კიევის მხარდასაჭერად ისეთი თანხების გამოყოფა, „რომლებიც ჩვენ თავად არ გვაქვს“.

გლუკსმანის თქმით, უკრაინაში ომი საფრანგეთის მომავალს განსაზღვრავს და ისინი, ვინც კიევისთვის დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ, საფრანგეთის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გამოდიან.

„უკრაინაში ომი ჩვენი ომიცაა, რადგან ის ჩვენს მომავალს განსაზღვრავს და იმიტომაც, რომ ვლადიმირ პუტინის სამიზნეები ვართ“, - განაცხადა გლიუკსმანმა.

მისი თქმით, უკრაინაში ომი ქვეყნის საზღვრებს სცდება, რადგან რუსეთი ევროპასაც ებრძვის.

სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა აღნიშნა, რომ ისინი, ვინც უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდიან, საფრანგეთს ღალატობენ.

„ყველა, ვინც უკრაინის წინააღმდეგობისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, სინამდვილეში მოუწოდებს, დავემორჩილოთ ტირანს, რომელსაც ევროპის უსაფრთხოების განადგურება სურს. შესაბამისად, ისინი საფრანგეთის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გამოდიან. თუ ამას გავაკეთებთ, საფრანგეთს ვუღალატებთ, ევროპას ვუღალატებთ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომიცაა, რადგან პუტინის სამიზნეები ვართ - რაფაელ გლუკსმანი

თემა: უკრაინის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • იმედი·19:00
    ტრამპი: ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება - ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს
  • აჭარის ტელევიზია·18:53
    ჯორჯია მელონი: უკრაინაში მიმდინარე ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს
  • ინფო 9·18:07
    რუმინეთის პრეზიდენტი: უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოგდებაში ნატოს მონაწილეობა ომში ჩართვა იქნება
  • აიპრესი·17:33
    ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 45 მლრდ ევროს ოდენობის ახალ სესხს განიხილავენ
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·18:59

ომი ხმელთაშუა ზღვაში არ უნდა გავრცელდეს - ჯორჯია მელონი

ომი ხმელთაშუა ზღვაში არ უნდა გავრცელდეს - ჯორჯია მელონი
GHN·18:25

რუსები ახალი მასირებული დარტყმისთვის მზადებას ასრულებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსები ახალი მასირებული დარტყმისთვის მზადებას ასრულებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი
GHN·17:22

უკრაინამ „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსულ სამხედრო აეროდრომს დაარტყა, სადაც სუ-34-ებია განლაგებული

უკრაინამ „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსულ სამხედრო აეროდრომს დაარტყა, სადაც სუ-34-ებია განლაგებული
GHN·17:13

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.