ორიგინალი
ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს
GHN·11:46

ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს

27 ნოემბერი, 2026 · 11:46

"ოპოზიციის ალიანსი" ხვალ, 28 ნოემბრის მასშტაბურ აქციას თსუ-დან მსვლელობით შეუერთდება. როგორც ალაინსის წარმომადგენლების საგანგებო ბრიფინგზე გიგა ლემონჯავამ განაცხადა, შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 19:00 საათზე დაიწყება.

"2024 წლის 28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა უღალატა საქართველოს, უღალატა მის ეროვნულ ინტერესებს, დარტყმის ქვეშ დააყენა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი სუვერენიტეტი და, რა თქმა უნდა, დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი. და ამ თვალსაზრისით, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატის დღე.

მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გმირული წინააღმდეგობით დაიცვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, საქართველოს ევროპული მომავალი. და თუ რამე უნარჩუნებს ამ ქვეყანას დღეს სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს, ეს არის სწორედ ქართველი ხალხის გმირული, უპრეცედენტო წინააღმდეგობა. ამ ხალხმა გადაიტანა სისტემური წამება, გადაიტანა აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გადაიტანა პოლიტიკური პატიმრობა, ყველანაირი ჯოჯოხეთი, რაც ივანიშვილის რეჟიმს შეეძლო დაეპირისპირებინა ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ხალხი დგას ფეხზე, ხალხი აგრძელებს წინააღმდეგობას და ბრძოლას და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის მარცხით, რუსეთის მარცხით საქართველოში და ქართველი ხალხის გამარჯვებით.

ხვალ, 28 ნოემბერს, ორი წლის თავზე ამ დღიდან, ჩვენ ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საღამოს 19:00 საათზე. და ეს არ არის უბრალოდ სიმბოლური შეკრება. დღეს, როდესაც რუსეთი ჰიბრიდული ომის დასკვნით ეტაპზეა საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ როდესაც სამშობლოს ღალატი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მომავლის გარანტი არის ქართველი ხალხი. რომ ჩვენ არც უკან დახევას არ ვაპირებთ - ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე. ვაპირებთ ბრძოლას მანამ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი, სანამ საქართველოს მოქალაქეების სიმშვიდე, უსაფრთხოება, კეთილდღეობა არ იქნება უზრუნველყოფილი და სანამ ეს ქვეყანა არ გავა სამშვიდობოს.

ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ეს არ არის პარტიული დღე, ეს არ არის დღე, რომელიც ეკუთვნის რომელიმე ორგანიზაციას, რომელიმე ერთ ადამიანს, ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა. და ეს კამპანია, რომელიც ხვალინდელი აქციის გარშემოა, ამას ადასტურებს ბევრი სხვადასხვა ადამიანის ჩართულობით და მე ვარ დარწმუნებული, რომ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ საღამოს 19:00 საათზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება მარში თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·12:43

28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი

28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი
GHN·12:32

ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა 2 წლის წინ დუელში გამოიწვიეს ქართველი ერი, განახორციელეს ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები - მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ავალბრის მეტროსთან და დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ - ფავლენიშვილი

ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა 2 წლის წინ დუელში გამოიწვიეს ქართველი ერი, განახორციელეს ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები - მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ავალბრის მეტროსთან და დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ - ფავლენიშვილი
GHN·12:25

უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI

უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI
GHN·12:13

ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი

ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.