28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი
28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან რაიმე სერიოზული არ ხდება.
„მათი პოზიციაა, რომ კიდევ აქვთ პერსპექტივა და რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლას შეძლებენ, თუმცა ახლა პატარა შეფერხება ჰქონდათ. მართალია, ხუთჯერ სცადეს და რევოლუცია არ გამოუვიდათ, მაგრამ მათი სურვილია, სამი ცდაც მისცენ და დააფინანსონ. არ იფიქროთ, მათი მხრიდან რაიმე სერიოზული ხდება. მათი მცდელობაა, პატრონებს აჩვენონ, რომ მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს. პატრონები სერიოზულად რომ ფიქრობდნენ, წინა ხუთ მცდელობასაც არ დააფინანსებდნენ, მაგრამ მათი ქმედებები ლოგიკას სცდება. ალბათ, მათ დაფინანსებას ისევ შეეცდებიან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
