ორიგინალი
ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა 2 წლის წინ დუელში გამოიწვიეს ქართველი ერი, განახორციელეს ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები - მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ავალბრის მეტროსთან და დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ - ფავლენიშვილი
GHN·12:32

27 ნოემბერი, 2026 · 12:32

“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა საკუთარ მხარდამჭერებს 28 ნოემბერს, ავლაბრის მეტროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და ამისთვის კი ყველა უნდა შეიკრიბოს, რათაც აჩვენონ რომ ვერ გატეხეს და ვერ დააშინეს ხალხი.

"ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც, რომ ტრადიციულ მარშს, შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე, მათ შორის იცით, რომ ჩვენი პატრიოტები, ასევე ჩვენი თანამებრძოლები შეიკრიბებიან თსუ-თან იმავე დროს და ერთად დავიძრებით თავისუფლების, ერთ დროს დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ. ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის 2 წლის წინ, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, შეცვალეს კონსტიტუცია და განახორციელეს უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები, თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ დროს ჩვენ არ გავტყდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და უკვე მკაფიო ნიშნებია იმის, რომ გატეხვით ტყდება ივანიშვილის რეჟიმი — ერთმანეთი დაასმინეს, ერთმანეთი დაიჭირეს, ერთმანეთს ესროლეს და ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, ჩვენ უნდა შევიკრათ, ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა იმ ბანდას, რომელმაც მიიტაცა ეს ძალაუფლება და რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის უბოროტეს მტერს, კრემლს და რუსეთს.

ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს და პირიქით, ჩვენ კვლავინდებურად გავალთ რუსთაველზე, კვლავინდებურად გავალთ თავისუფლების მოედანზე და დავანახებთ ჩვენს სიმრავლეს და ჩვენს ძალას ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

და რა თქმა უნდა, რეჟიმი, რომელიც ებრძვის ქართულ ეკლესიას, რეჟიმი, რომელიც ქართველებისგან ცლის საქართველოს, რეჟიმი, რომელიც აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც თაღლითობის ცენტრად აქცია საქართველო და რომელმაც ქართველებს დაუკარგა პერსპექტივა ამ ქვეყანაში - ეს რეჟიმი უნდა მოშორდეს და ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა და უნდა გაგრძელდეს აღმშენებლობის პერიოდი ამ ქვეყნის ისტორიაში. ამიტომაც მოგიწოდებთ ყველას, ყველა საქართველოს პატრიოტს, ვინც გვეთანხმება, გამოდით, ავლაბრის მეტროსთან საღამოს 7 საათზე, ხვალ გელოდებით ყველას, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა 2 წლის წინ დუელში გამოიწვიეს ქართველი ერი, განახორციელეს ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები - მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ავალბრის მეტროსთან და დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ - ფავლენიშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·12:43

28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი

28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი
GHN·12:25

უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI

უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI
GHN·12:13

ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი

ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი
GHN·11:46

ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს

ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.