ორიგინალი
ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი
GHN·12:13

ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი

27 ნოემბერი, 2026 · 12:13

ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ის დანაშაულები, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმის მსახურები სჩადიან, უკვალოდ არ ჩაივლის და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში, დაუსჯელი დარჩეს ყველა ტიპის ძალადობა, წამება და სხვადასხვა ტიპის დანაშაული.

„ამის შესახებაც ვაფრთხილებდით ამ ადამიანებს – არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, სადაც ყველა საუბრობს და ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, შეგრჩეს ყველა ტიპის ძალადობა, წამება და სხვადასხვა ტიპის დანაშაული. ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გაიგო, რომ ეს იყო „ოცნების“ მიერ გამიზნული პროვოკაცია, როდესაც მათ ჭიშკარი დააზიანეს და, ასე ვთქვათ, „სიურპრიზზე“ ისაუბრეს, თითქოს ამ სიურპრიზის მოსაწყობად ემზადებოდნენ. სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტში მონაწილე ადამიანებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ.​ ეს დასავლეთშიც კარგად იციან და შესაბამისი განცხადებებიც კეთდება. მით უმეტეს, პაატა ბურჭულაძე საქართველოს სავიზიტო ბარათია და მისი ციხეში ყოფნა ნამდვილად სამარცხვინოა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·12:43

28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი

28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი
GHN·12:32

ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა 2 წლის წინ დუელში გამოიწვიეს ქართველი ერი, განახორციელეს ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები - მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ავალბრის მეტროსთან და დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ - ფავლენიშვილი

GHN·12:25

უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI

უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI
GHN·11:46

ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს

ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.