ორიგინალი
უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI
GHN·12:25

უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI

27 ნოემბერი, 2026 · 12:25

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს.

ინფორმაციის თანახმად, მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის ორი წელი დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისთვის, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

„მასობრივი დევნა, დაშინება, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები ჟურნალისტებზე, დაკავება, დაჯარიმება და ფინანსური წნეხი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია საქართველოში დარჩა ხმად, რომელიც ვერ გააჩუმეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს.

ანგარიშისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებიდან დეტალური ანალიზისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებისა და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევები გამოყო, რაც მიმდინარე წელს თვალსაჩინო ტენდენციად ჩამოყალიბდა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროების ერთ-ერთ მთავარ იარაღადაც იქცა. ამ მიზნით, კვლევისთვის შემდეგი 3 ძირითადი პუნქტი გამოვყავით:

სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

პარლამენტი, სადაც კრიტიკული კითხვების დასმა ისჯება.

კომუნიკაციების კომისია, როგორც „ქართული ოცნების“ ცენზორი.

თითოეული კატეგორია 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს აერთიანებს. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის დანაშაულები ერთიან რაოდენობრივ სტატისტიკაშია თავმოყრილი. აგრეთვე, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსახველი შემთხვევების ანალიზი 1-ელ მაისს გამოქვეყნებულ ბლოგშია თავმოყრილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა - TI

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·12:43

28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი

28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს - თენგიზ შარმანაშვილი
GHN·12:32

ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა 2 წლის წინ დუელში გამოიწვიეს ქართველი ერი, განახორციელეს ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები - მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ავალბრის მეტროსთან და დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ - ფავლენიშვილი

GHN·12:13

ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი

ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტის მონაწილეებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ეს დასავლეთშიც კარგად იციან - ირაკლი ფავლენიშვილი
GHN·11:46

ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს

ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან შეიკრიბება და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.