თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე დემონსტრანტები იკრიბებიან
თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე დემონსტრანტები უკვე იკრიბებიან. მოქალაქეები მიდიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ავლაბრის მეტროსთან, ისე ორბელიანის მოედანზე.
მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობენ.
ფოტო: "ნეტგაზეთი"
