ორიგინალი
Bloomberg: პოლონეთი ნატოს სთხოვს, უკრაინის თავზე რუსული რაკეტები ჩამოაგდოს
იმედი·16:45

Bloomberg: პოლონეთი ნატოს სთხოვს, უკრაინის თავზე რუსული რაკეტები ჩამოაგდოს

25 ნოემბერი, 2026 · 16:45

პოლონეთმა ნატოს მოკავშირეებს, რუსული რაკეტების უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოგდების შესაძლებლობის განხილვა სთხოვა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საუბარია იმ რაკეტებზე, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართულებით მიფრინავენ. ვარშავამ ეს ინიციატივა მას შემდეგ წამოაყენა, რაც გასულ კვირას პოლონეთის ტერიტორიაზე სამი რუსული საფრენი ობიექტი ჩამოვარდა.

Bloomberg-ის ცნობით, პოლონეთმა ინიციატივა 23 ნოემბერს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე განსახილველად წარადგინა. საკითხთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ზოგიერთმა ქვეყანამ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა მსჯელობა წინასწარი იყო და გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

გამოცემის ცნობით, ინიციატივა სადავოა, რადგან ის ნატოს თავდაცვითი მოქმედებების უკრაინის ტერიტორიაზე გავრცელებას გულისხმობს, რაც ალიანსის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების რისკის წინაშე დააყენებს.

შეხვედრის შემდეგ ნატომ პოლონეთში ადრეული საჰაერო გაფრთხილებისა და მართვის სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავის განთავსების შესახებ განაცხადა. მისი ამოცანა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მონიტორინგი იქნება. ალიანსი ასევე განიხილავს პოლონეთში დამატებითი რესურსების გაგზავნას.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა, 25 ნოემბერს პოლონური რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო სივრცეში შესვლამდე რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხზე მოკავშირეებს შორის მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ეს საკითხი ახლა არ წამოჭრილა. მასზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. თუმცა, ჩემი აზრით, ერთი ქვეყანა ამას აშკარად ვერ შეძლებს“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მოკავშირეებს შორის ამ საკითხის განხილვის მზაობა გაიზარდა, თუმცა მოქმედებისთვის საჭირო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ასეთი ოპერაციისთვის საჭირო რესურსები ბრიუსელის შეხვედრაზე დეტალურად არ განხილულა. ინიციატივის განხორციელება, სავარაუდოდ, კიევისგან რაკეტების შესახებ წინასწარი გაფრთხილებების მიწოდებასა და ნატოსთვის უკრაინის საჰაერო სივრცეზე წვდომის უზრუნველყოფას მოითხოვდა. ამასთან, გადაწყვეტილების მისაღებად ალიანსის ყველა წევრის თანხმობა და ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის კოორდინაციაც იქნება საჭირო. წყაროების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოკავშირეებს შორის ასეთი ერთსულოვნება არ არსებობს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, პოლონეთის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცისკენ მოძრავი რაკეტა ან დრონი პოლონეთისთვის უკვე პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

„ვფიქრობ, უკრაინის მოთხოვნით, უკრაინის თავზე რაკეტის ჩამოგდება თავდაცვის ცნების ფარგლებში მოექცეოდა“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

სააგენტოს წყაროები კი აფრთხილებენ, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ნატო კონფლიქტის მხარედ აქციოს. აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ოფიციალური პირის განცხადებით, ალიანსი ცდილობს არ გადაკვეთოს ის ზღვარი, რომელიც რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: პოლონეთი ნატოს სთხოვს, უკრაინის თავზე რუსული რაკეტები ჩამოაგდოს

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • ფორმულა·18:26
    კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
  • რუსთავი 2·17:34
    მედია: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რუსული ენის გამოყენებისთვის, 3 400 გრივნით დააჯარიმებენ
  • BM.GE·16:23
    უკრაინის პარლამენტმა კრიპტოვალუტების ლეგალიზების და დაბეგვრის კანონი მიიღო
  • ნეტგაზეთი·20:53
    Rapporteur: კალასმა სირიასთან არაერთხელ დააყენა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი
უკრაინისრუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:17

Euronews: საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს შეფასებით, ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში დაახლოებით 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას

Euronews: საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს შეფასებით, ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში დაახლოებით 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას
იმედი·19:12

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
იმედი·19:05

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებს
იმედი·19:03

დავით უტიაშვილი: სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება

დავით უტიაშვილი: სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.