ორიგინალი
ლაშა ავალიანმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
იმედი·16:51

ლაშა ავალიანმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

25 ნოემბერი, 2026 · 16:51

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ ორგანიზებულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

სემინარზე განხილული იყო ცხოველთა პრიორიტეტული დაავადებებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დროს სტრუქტურირებული რისკის კომუნიკაციის მნიშვნელობის, პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებების ქვეყნებს შორის სინქრონიზაციის საკითხები.

„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებების პრევენცია, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაციას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს რისკების დროულ იდენტიფიცირებას, პრევენციული მექანიზმების გაძლიერებასა და შესაძლო საფრთხეებზე ეფექტიან რეაგირებას“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

სემინარის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკის კომუნიკაციის პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის დროულ გაცვლას, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მოქმედებასა და შესაძლო ბიოლოგიურ საფრთხეებზე ეფექტიან რეაგირებას.

რეგიონული სემინარი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა ავალიანმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

თემა: მონაწილეობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რუსთავი 2·16:53
    ლაშა ავალიანმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
  • BM.GE·18:15
    სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის €45-მილიარდიან სესხში მონაწილეობას არ მიიღებს - რობერტ ფიცო
  • ტვ პირველი·10:37
    საგარეო: ბრიუსელში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
  • ფორმულა·11:29
    საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
მონაწილეობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:17

Euronews: საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს შეფასებით, ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში დაახლოებით 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას

Euronews: საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს შეფასებით, ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში დაახლოებით 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას
იმედი·19:12

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
იმედი·19:05

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებს
იმედი·19:03

დავით უტიაშვილი: სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება

დავით უტიაშვილი: სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.