ორიგინალი
კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო
იმედი·16:57

კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო

26 ნოემბერი, 2026 · 16:57

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არასამთავრობოების სახელით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და რევოლუციურ სცენარებს აფინანსებდნენ, რაც მოქმედი ხელისუფლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო.

ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ იმ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც წერია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობდნენ.

მისი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ თემაზე ლაპარაკი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, თუ რასთან ჰქონდა საქმე.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის ახალი არ არის. ჩვენ ამაზე რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ლაპარაკი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა და არ ჰქონდა ინფორმაცია, რასთან გვქონდა საქმე - ვინ უწევდა ორგანიზებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს, ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, საზოგადოების პოლარიზებას. ამაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს რაღაც კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, თუმცა რეალურად თანხის 95% მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობაში. მათ ადგილზე ჰქონდათ შექმნილი ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა ვრცელდებოდა ყველა იმ ქვეყანაზე, სადაც საკუთარი პოლიტიკური ხაზის გატარების სურვილი არსებობდა.

„მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებდნენ ამ პრინციპით. ზოგადად იგივე მიდგომა არსებობდა ყველა იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც საკუთარი ინტერესის, პოლიტიკური ხაზის გატარების სურვილი ჰქონდათ, რათა თავიანთი ქვეყნის ინტერესები გაეტარებინათ სხვა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. როცა დასჭირდებოდათ, ამ ვითომ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ააყვირებდნენ და მზად იყვნენ გადაედგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითები. ეს ძალიან მძიმე კრიმინალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების ფაქტიც გაიხსენა და გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„გავიხსენოთ თუნდაც 2020 წელი, როდესაც არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბეს. ვინ აფინანსებდა ამას? ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? USAID იყო თუ არ იყო? ხომ გვახსოვს? პირდაპირ რევოლუციას და სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ზუსტად ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ახლა ერთი კონკრეტული ორგანიზაციაა, რომელზეც აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ გახსნა ფაილები და გამოამჟღავნა ყველაფერი - რამდენი იხარჯებოდა თანხა, რა იყო მისი ძირითადი მიზანი, რომ მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალებები. უამრავი ასეთი ორგანიზაციაა, ევროპული ორგანიზაციებიც, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ქვეყანაში ხალხის დაპირისპირებით, სახელმწიფო გადატრიალებით და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო

თემა: კალაძე

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • რუსთავი 2·15:23
    კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე დასანქცირების შესახებ: ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა?
  • სპორტოლი·14:50
    "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
  • ფრონტნიუსი·14:16
    კახა კალაძე - სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ
  • პალიტრა ნიუსი·14:02
    კახა კალაძე - ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის
კალაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:03

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
იმედი·18:50

ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, ჰერბერტ კიკლი ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინაში გაიგზავნონ ის მიგრანტები, რომელთა დეპორტაციაც წარმოშობის ქვეყნებში შეუძლებელია - საუბარია, კერძოდ, სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებზე

ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, ჰერბერტ კიკლი ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინაში გაიგზავნონ ის მიგრანტები, რომელთა დეპორტაციაც წარმოშობის ქვეყნებში შეუძლებელია - საუბარია, კერძოდ, სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებზე
იმედი·18:45

პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე: ჩემი აზრით, პრემიერმა ჩამოართვა ბრიუსელს უფლება - საქართველოსთვის დღის წესრიგი განესაზღვრა - ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევის, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“

პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე: ჩემი აზრით, პრემიერმა ჩამოართვა ბრიუსელს უფლება - საქართველოსთვის დღის წესრიგი განესაზღვრა - ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევის, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“
იმედი·18:41

POLITICO: ევროკავშირის ლიდერების სამიტი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა, რომლებიც შვიდწლიანი ბიუჯეტის შემცირებას ითხოვდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას დემარში მოუწყვეს და მოლაპარაკებების სესიები დატოვეს

POLITICO: ევროკავშირის ლიდერების სამიტი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა, რომლებიც შვიდწლიანი ბიუჯეტის შემცირებას ითხოვდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას დემარში მოუწყვეს და მოლაპარაკებების სესიები დატოვეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.