მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანტიოქიის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს მისალოც წერილს უგზავნის - ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და საქართველოს ეკლესიისთვის, რომელთანაც ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან ისტორიული კავშირები გვაკავშირებს
ანტიოქიის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს მისალოც წერილს უგზავნის - ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და საქართველოს ეკლესიისთვის, რომელთანაც ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან ისტორიული კავშირები გვაკავშირებს

იმედი|imedinews.ge

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მე-X შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

„ღრმა სიხარულითა და გულითადი სითბოთი მივიღეთ ცნობა თქვენი აღსაყდრების შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე, ჩვენი ძმის, სამგზის ნეტარი ხსოვნის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მემკვიდრედ.

ჩვენი და ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა სახელით, თქვენს უწმინდესობას გულითადად გილოცავთ. ვევედრებით ქრისტე ღმერთს, მოწყალების უფალსა და ყოველი ნუგეშის წყაროს, გვერდში დაგიდგეთ მისი კურთხეული სამწყსოს წინამძღოლობისას და წარგმართოთ იგი ღვთიური ხსნის წყაროებისკენ. ამავე დროს, ღვთის წყალობას შევთხოვთ ჩვენი განსვენებული ძმის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულისთვის.

ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და საქართველოს ეკლესიისთვის, რომელთანაც ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან ისტორიული კავშირები გვაკავშირებს. თქვენ და თქვენი კეთილი ერი მუდამ ხართ ანტიოქიის ეკლესიის შვილთა ლოცვებში - იმ ეკლესიისა, რომელმაც მსოფლიოს სახელად „ქრისტიანები“ მისცა და რომელსაც ყოველთვის ყველაზე ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიასთან - ეკლესიასთან, რომელმაც ურთულეს ჟამთა განმავლობაშიც დაამოწმა ქრისტე ღმერთი და დაიცვა სამოციქულო სარწმუნოება.

კვლავ განვაახლებთ ჩვენს ლოცვებს და შევთხოვთ უფალსა ჩვენსა, რათა ყველას ღირსნი გაგვხადოს, აღვადგინოთ პანორთოდოქსული თანამშრომლობა იმ მძიმე ვითარებაში, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი