მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას

იმედი|imedinews.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ მოვედით გზავნილით, რომ საამიროებში ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა მიმოვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების სექტორსა და პორტების საქმიანობაში მიღწეულ პროგრესზე; ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას ენერგეტიკის, ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის თქმით, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ პორტები რჩება, საამიროების ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ ლოგისტიკის სფეროში, AD Port-მა, საქართველოში ინვესტიცია უკვე განახორციელა.

„რაც შეეხება სხვა პროექტებს, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროს - Eagle Hills უკვე კარგად არის დამკვიდრებული ბაზარზე და აქტიურად ცდილობს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება დანერგოს“, - აღნიშნა საიდ ალ ჰაჯერიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ